ირაკლი კობახიძე: მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, ამ კუთხის მთავარი სიმდიდრე არის ადგილობრივი მოსახლეობა, მინდა, წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას ზრუნვა არ მოაკლდება
გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურითა და ტრადიციებით.
„მიხარია, რომ ყოველ წელს ასეთი სიხარულით ხვდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ყველა სტუმარი ამ დღესასწაულს. გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც სტუმრებს უზიარებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ამოვდივართ მაღალმთიან აჭარაში. ეს კუთხე გამორჩეულია ყველა თვალსაზრისით, თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით და მდიდარია ყველა თვალსაზრისით. მთავარი სიმდიდრე ამ კუთხის არის ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი, გაუზიაროს ადამიანებს სიყვარული, სიხარული და ეს არის, რასაც ყოველ ჯერზე ვგრძნობთ. მინდა, წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას არ მოაკლდება ზრუნვა. რეგიონი ვითარდება წლიდან წლამდე, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მთავრობის სახელით მინდა, დაგპირდეთ, რომ არ მოვაკლებთ ზრუნვას ამ არაჩვეულებრივ რეგიონს და არაჩვეულებრივ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.
1785654952
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით...
1785651854
მსოფლიოპეტერ მადიარი: 2 აგვისტოს უნგრეთი 44 წლის შემდეგ პირველად სრულად დახურავს ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური „პაკში“ მუშაობას დღეს, 2 აგვისტოს, სრულად შეაჩერებს დუნაიში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო. ამის შეს...
1785650879
საზოგადოებაგიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს
იტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა მსუბუქ წონაში ორადგილიანი ნავის (LM2-) დისც...
1785616474
მსოფლიომსოფლიო რეკორდსმენი ალპინისტი ნირმალ პურჯა პაკისტანში ჩამოწოლილ ზვავს ემსხვერპლა
ცნობილი ბრიტანელ-ნეპალელი ალპინისტი ნირმალ პურჯა, იმ 10 ადამიანს შორისაა, რომლებიც პაკისტანში ბროუდ-პიკზე ჩამოწოლილ ზვავს ემსხვერპლნენ, - ამის შესახებ BBC მის კომპანიაზე დაყრდნობით წერს. „ღრმა მწუხარე...
1785615088
საზოგადოებათბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი: ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს
ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი, რითაც ეხმი...





























