ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვუერთდები ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავ საღამოს. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებლობის დღე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ეროვნული დღესასწაული.
„ეს არის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის მარადიული იდეალებისადმი პატივისცემა. ეს იდეალები ზუსტად ეხმიანება საქართველოს გამოცდილებასა და მისწრაფებებს.
ამერიკის სადამფუძნებლო პრინციპებმა კონსტიტუციურ სისტემაზე ბევრად მეტი შექმნა, რამაც ხელი შეუწყო ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც ინოვაციების, მეცნიერების, განათლების, მეწარმეობისა და კულტურის გლობალურ ლიდერად იქცა.
დამოუკიდებლობის დეკლარაციაში გამოხატული იმ ურყევი რწმენის საფუძველზე, რომ ყველა ადამიანს „შემოქმედის მიერ ბოძებული აქვს ხელშეუვალი უფლებები“, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა ინსტიტუტები, რომლებმაც ხელი შეუწყო შემოქმედებითობის განვითარებას, წაახალისა ინიციატივა და შთააგონა არაერთი თაობა ქვეყნის საზღვრებს მიღმაც.
გარდამტეხი სამეცნიერო აღმოჩენებით და ტექნოლოგიური ინოვაციებით დაწყებული, ლიტერატურით, კინემატოგრაფიითა და ხელოვნებით დამთავრებული, ამერიკის წვლილმა თანამედროვე მსოფლიოზე წარუშლელი კვალი დატოვა.
დამფუძნებელი მამების ფილოსოფიური ხედვის, ძლიერი ინსტიტუტებისა და კულტურული სიცოცხლისუნარიანობის ამ უნიკალურმა ერთობლიობამ ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა მისცა, ჩამოყალიბებულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სუვერენულ სახელმწიფოდ, პროგრესისა და ინოვაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1782921149
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიას სიტყვით მიმართა
საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით არსებული ვითარება კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ტერორისტული ორგანიზაციები ცდილობენ, საკუთარი საქმიანობის ადაპტ...
1782919458
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ თავად ევროპული მომავლისთვისაც არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია იმედის „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე, დაკავშირებადობასა და ევროკავშირთან ურთ...
1782918546
ახალი ამბებიგიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებუ...
1782917421
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ამ აგენტურულ ძალებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება აქვს
„ამ აგენტურულ ძალებს და პერსონებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება და პრივილეგია აქვს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრო...
1782916967
საზოგადოებაშიო მესამემ 202-ე, უსინათლო და მცირემხედველთა საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო
202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციითვე, შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდეს...



























