პრემიერი: ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორი იყო, მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა
ათწლეულების განმავლობაში, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში.
„როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა სჭირდებოდა, საქართველო, როგორც ერთგული პარტნიორი, მტკიცე მხარდაჭერით პასუხობდა. ბოლო პერიოდის მოვლენები ცხადყოფს, რომ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც რეგიონულ, ისე - გლობალურ კონტექსტში სულ უფრო იზრდება. ამას განაპირობებს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური მნიშვნელობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორების ერთობლიობა. სამხრეთ კავკასიის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობის ფონზე, საქართველოს როლი კრიტიკულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, საქართველოს სჯერა, რომ პარტნიორობის გაძლიერება და ფორმალიზება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება.
„მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებსა და მკაფიო სტრატეგიულ მიზნებს განსაზღვრავს. საქართველო გთავაზობთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და თანამშრომლობის მკაფიო ჩარჩოს დაეფუძნება. ჩვენ მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები, შევიმუშაოთ აღსრულების პრაქტიკული მექანიზმები და უზრუნველვყოთ ორივე ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის დინამიკა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ოპტიმიზმს, ღრმად კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის მიმართ.
პარტნიორობის ამ სულისკვეთებით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. დაე, ჩვენი ერების მეგობრობა წარმატებით გაგრძელდეს და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1782921149
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიას სიტყვით მიმართა
საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით არსებული ვითარება კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ტერორისტული ორგანიზაციები ცდილობენ, საკუთარი საქმიანობის ადაპტ...
1782919458
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ თავად ევროპული მომავლისთვისაც არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია იმედის „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე, დაკავშირებადობასა და ევროკავშირთან ურთ...
1782918546
ახალი ამბებიგიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებუ...
1782917421
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ამ აგენტურულ ძალებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება აქვს
„ამ აგენტურულ ძალებს და პერსონებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება და პრივილეგია აქვს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრო...
1782916967
საზოგადოებაშიო მესამემ 202-ე, უსინათლო და მცირემხედველთა საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო
202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციითვე, შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდეს...


























