კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე: ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ექსპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია ყოფილი თანაგუნდელის მხრიდან.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია მტკიცებულებების გარეშე იმ კონკრეტული ფაქტით სპეკულირება, რომელიც ერთ-ერთი უფლებადამცველის გარდაცვალებას ეხება და რომელიც დადასტურებულია როგორც სუიციდი.

„რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განმარტება და კიდევ გავიმეორებ - ძალიან მიჭირს, რთულია და არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც საკითხი ყოფილ თანაგუნდელს ეხება, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს, და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. იგივე ეს კონკრეტული ფაქტი, რაც დადასტურებულად, სამწუხაროდ, არის სუიციდი, და ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ადამიანურად ვამბობ - ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად, ადამიანურად. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ერთხმად ლაპარაკობენ ირაკლი ღარიბაშვილი -ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობა“ - ქვეყნის მტრები, ეს ყველაფერი ძალიან მძიმე სანახავია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა გახდეს თუ არა ღარიბაშვილის ბოლო განცხადება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების საფუძველი, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გამოძიების საფუძველი ვერ გახდება განცხადება ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788802681

მსოფლიო

სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...

სტივ უიტკოფმა

1788801303

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს

საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...

ალექსანდრე დარახველიძე

1788798869

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...

თამარ იოსელიანი

1788797071

ახალი ამბები

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.  მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1788795593

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი