საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების წესი დაამტკიცა

სტაბილური ვირტუალური აქტივებისა და მათი სარეზერვო აქტივების მუდმივი და გამჭვირვალე მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების ახალი წესი დაამტკიცა. წესი მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რისკების პრევენციას, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი წესის შემუშავება ეფუძნება ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრაქტიკას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და საუკეთესო გლობალურ გამოცდილებას.

„სტაბილური ვირტუალური აქტივების ანგარიშგების წესი განსაზღვრავს ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის მოთხოვნებს და დეტალურად ადგენს იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომლის წარდგენაც ევალება ემიტენტს ეროვნული ბანკისთვის.

ზედამხედველობის ფარგლებში ანგარიშგების დანერგვა ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეს სრულყოფილი და რეგულარული ინფორმაცია პირველადი შეთავაზების ფარგლებში ემიტენტის მიერ გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივების და მასთან დაკავშირებული სარეზერვო აქტივების შესახებ. კერძოდ, რეზერვების შემადგენლობა და მასში შემავალი ლიკვიდური აქტივების თანაფარდობა.

სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტმა წესით გათვალისწინებული ანგარიშგება უნდა შეავსოს ამავე წესის დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად და ეროვნული ბანკისთვის პირველი ანგარიშგების წარდგენა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788802681

მსოფლიო

სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...

სტივ უიტკოფმა

1788801303

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს

საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...

ალექსანდრე დარახველიძე

1788798869

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...

თამარ იოსელიანი

1788797071

ახალი ამბები

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.  მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1788795593

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი