გიორგი პატარიძე: რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს და უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია, 9 ივნისს კი ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები
„ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს მორიგი მტკნარი სიცრუე, ვითომდა თურქეთის მხარისგან მათ მიიღეს სამედიცინო რეკომენდაციები და გადმოსცეს პენიტენციურ სამსახურს. ეს რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაიგეგმა შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოძიება. უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია; 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი მიმართულების ლაბორატორიული კვლევები. ამ წუთებში მას უკვე გაწეული აქვს კვლევის შემდგომი კონსულტაცია და უკვე სამომავლოდ დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა“, – ასე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ადვოკატების განცხადებას.
გიორგი პატარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან.
„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ უკლებლივ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში საჭიროებისამებრ ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეწოდება მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისები“, – განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა.
1781701394
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი
ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლ...
1781698567
ახალი ამბებიპროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა...
1781696365
ახალი ამბებისაქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად კახეთის რეგიონს ეწვივნენ
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩისა და პირველი ლედის თამარა ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ქვეყნის პირველმა ლედიმ თა...
1781694249
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ერთმანეთის დაპირისპირების და სიძულვილის გარეშეც არ შეუძლიათ, მათი რეალური სახის თაობაზე საზოგადოებას რაც უფრო მეტი ეცოდინებათ, მით უკეთესია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებულები. მისი თქმით, ის რომ ერთმანეთის დაპ...
1781691125
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: იუკნევიჩიენეს განცხადებიდან გავიგეთ, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია არა დემოკრატიული სტანდარტები, არამედ ქვეყნის ომში განადგურება, ეს მიუღებელია
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ კომუნისტი რასა იუკნევიჩიენე რეზოლუციებს საბჭოთა კავშირის ტრადიციული დოკუმენტებიდან იწერს. ფაქტობრივად, ეს რეზოლუციაც სავსეა სიძულვილით საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, ესეც...


























