სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე: მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის განცხადებით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია მაღალი სტანდარტის სამედიცინო მოსახურებით. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ადვოკატის ბრალდებას, თითქოს პენიტენციურ სამსახურს ოთხი თვის წინ გადაეცა თურქი ექიმების რეკომენდაცია მტკნარი სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკლებლივ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში საჭიროებისამებრ ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეწოდება მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისები. რაც შეეხება კონკრეტულ მსჯავრდებულს, დღეს მისმა ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს მორიგი მტკნარი სიცრუე, ვითომდა თურქეთის მხარისგან მათ მიიღეს სამედიცინო რეკომენდაციები და ოთხი თვის წინ გადმოსცეს პენიტენციურ სამსახურს. რა თქმა უნდა, ეს არის მტკნარი სიცრუე. ეს წერილი, რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაიგეგმა შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოძიება. უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. ამის შემდეგ, უკვე 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი მიმართულების ლაბორატორიული კვლევები. დღეს როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ამ წუთებში მას უკვე გაწეული აქვს შესაბამისი კვლევის შემდგომი კონსულტაცია. რა თქმა უნდა, უკვე სამომავლოდ დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა“, - განაცხადა პატარიძემ.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას უფლებადამცველებს წერილობით პასუხი დაუყოვნებლივ გადაეცათ.

,,დღეს ბრიფინგზე მსჯავრდებულის ადვოკატების მიერ გავრცელდა მორიგი მტკნარი სიცრუე ვითომ, დაახლოებით ორი კვირის წინ მათ მოგვმართეს წერილით და დღემდე არ აქვთ მიღებული პასუხი მსჯავრდებულის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით, ეს არის მორიგი მტკნარი სიცრუე. მათ 3 ივნისს მიმართეს №5 პენიტენციურ დაწესებულებას და უკვე დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მათ პასუხი გაეგზავნათ №5 პენიტენციური დაწესებულებიდან. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781698567

ახალი ამბები

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა...

პროკურატურა

1781696365

ახალი ამბები

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად კახეთის რეგიონს ეწვივნენ

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩისა და პირველი ლედის თამარა ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ქვეყნის პირველმა ლედიმ თა...

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად კახეთის რეგიონს ეწვივნენ

1781694249

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ერთმანეთის დაპირისპირების და სიძულვილის გარეშეც არ შეუძლიათ, მათი რეალური სახის თაობაზე საზოგადოებას რაც უფრო მეტი ეცოდინებათ, მით უკეთესია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებულები. მისი თქმით, ის რომ ერთმანეთის დაპ...

 რატი იონათამიშვილი

1781691125

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: იუკნევიჩიენეს განცხადებიდან გავიგეთ, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია არა დემოკრატიული სტანდარტები, არამედ ქვეყნის ომში განადგურება, ეს მიუღებელია

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ კომუნისტი რასა იუკნევიჩიენე რეზოლუციებს საბჭოთა კავშირის ტრადიციული დოკუმენტებიდან იწერს. ფაქტობრივად, ეს რეზოლუციაც სავსეა სიძულვილით საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, ესეც...

რატი იონათამიშვილი

1781690327

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით გაუარესება არ მომხდარა

„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.   როგორც განცხადებაშია აღნიშნული...

პოლიტიკოსი