საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად კახეთის რეგიონს ეწვივნენ
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩისა და პირველი ლედის თამარა ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ქვეყნის პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა ორმხრივ დელეგაციებთან ერთად კახეთის რეგიონი მოინახულეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან პლატონ კალმახელიძესთან ერთად უმაღლესი რანგის სტუმრებმა ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. სტუმრებს ალავერდის მიტროპოლიტმა, აბბა დავით მახარაძემ გაუწია მეგზურობა. აღინიშნა, რომ ორ მეგობარ ერს შორის არსებული საერთო სულიერი და კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, ამ უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური სიწმინდის ერთობლივ დათვალიერებას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტები და პირველი ლედები ასევე ეწვივნენ „ბადაგონის“ ღვინის საწარმოს, სადაც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ მათ ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო. ქართული სტუმარმასპინძლობისა და მტკიცე მეგობრობის ნიშნად, საწარმოში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის სახელზე სიმბოლური ღვინის კასრი საზეიმოდ განთავსდა.
სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი საკვანძო ნაბიჯია საქართველო-სერბეთის პარტნიორობის გაღრმავებისა და ორ ხალხს შორის მრავალმხრივი კავშირების განმტკიცების გზაზე.
1781689516
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს....
1781688297
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე: შეიძლება ხელისუფლება გააკრიტიკო, ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრო და სოციალური გამოწვევები დაასახელო, მაგრამ ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური სლოგანების გამოყენება ძალიან უნიჭო და ძველი ხრიკია
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკი ქვეყანაა. მეტრეველის შე...
1781687597
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ოპოზიციაში აჯაფსანდალია, ოთახში სხედან, მაგრამ ისევ „ფანჩატურია“, ერთმანეთში ბელადობა აქვთ, გიჟების დოღია, ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს ამ დოღში
ოპოზიციაში აჯაფსანდალია. თინა ბოკუჩავას ბედი მაინტერესებს. მართლა თავმჯდომარეა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის პოსტიდან სააკაშვილმა გადააყენა და ნანულის დაუთმო ასპარეზი, რომელიც ახლა დასასვე...
1781686354
ახალი ამბები„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“ - ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარ თემაა - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალურ...
1781684635
ახალი ამბებისამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებ...






























