მიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი

ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, ნანუკა ჟორჟოლიანი, გამარჯვების შემთხვევაში, რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებს რაც შეეხება – ის იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს.

ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი. მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ამავე დროს, ვთავაზობ, არჩევნების პროცესში შემოვიდეს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი და ხედვა აქვს. ასევე, არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება ყველას და ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი.

ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში, რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე, ახლებთან ერთად. ამ ყველაფერში მათ აქვთ ჩემი სრული ნდობა. სხვა პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით, ენმ არ არის არც ბიზნესპროექტი, არც 1 ადამიანის მართული პარტია. ის ქვემოდან ზემოთ იმართება მრავალრიცხოვანი სახალხო ბაზით და ამ მხარდამჭერების პოზიცია ჩვენთვის გადამწყვეტია. ეს ყველაფერი აუცილებელი და გადაუდებელია, განსაკუთრებით ჩემი, ხაბეს, ირაკლი ნადირაძისა და სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში. ჩვენი და საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია“, – წერს სააკაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781694249

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ერთმანეთის დაპირისპირების და სიძულვილის გარეშეც არ შეუძლიათ, მათი რეალური სახის თაობაზე საზოგადოებას რაც უფრო მეტი ეცოდინებათ, მით უკეთესია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებულები. მისი თქმით, ის რომ ერთმანეთის დაპ...

 რატი იონათამიშვილი

1781691125

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: იუკნევიჩიენეს განცხადებიდან გავიგეთ, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია არა დემოკრატიული სტანდარტები, არამედ ქვეყნის ომში განადგურება, ეს მიუღებელია

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ კომუნისტი რასა იუკნევიჩიენე რეზოლუციებს საბჭოთა კავშირის ტრადიციული დოკუმენტებიდან იწერს. ფაქტობრივად, ეს რეზოლუციაც სავსეა სიძულვილით საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, ესეც...

რატი იონათამიშვილი

1781690327

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით გაუარესება არ მომხდარა

„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.   როგორც განცხადებაშია აღნიშნული...

პოლიტიკოსი

1781689516

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს....

ირაკლი კობახიძე

1781688297

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე: შეიძლება ხელისუფლება გააკრიტიკო, ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრო და სოციალური გამოწვევები დაასახელო, მაგრამ ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური სლოგანების გამოყენება ძალიან უნიჭო და ძველი ხრიკია

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკი ქვეყანაა. მეტრეველის შე...

ნიკოლოზ მეტრეველი