რატი იონათამიშვილი: იუკნევიჩიენეს განცხადებიდან გავიგეთ, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია არა დემოკრატიული სტანდარტები, არამედ ქვეყნის ომში განადგურება, ეს მიუღებელია
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ კომუნისტი რასა იუკნევიჩიენე რეზოლუციებს საბჭოთა კავშირის ტრადიციული დოკუმენტებიდან იწერს. ფაქტობრივად, ეს რეზოლუციაც სავსეა სიძულვილით საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, ესეც მორიგი ფარატინა ფურცელი იქნება, მაგრამ ასეთი რეზოლუციების მიღება თავად ევროკავშირის ინსტიტუტებს აზიანებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ კრიზისს, რაც ევრობიუროკრატებმა საკუთარ ქვეყნებს მოუტანეს“.
„რაც შეეხება რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, დღეს გავიგეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თურმე მნიშვნელოვანია არა დემოკრატიული სტანდარტები, არამედ ომი და ქვეყნის ომში განადგურება. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და გვაჩვენებს, რომ ეს ადამიანები იმ ფასეულობებს ღალატობენ, რასაც თავის დროზე ევროკავშირი დაეფუძნა, ეს იყო მშვიდობა და უსაფრთხოება
. დღეს, მშვიდობის ნაცვლად, ომის პროპაგანდას ეწევიან. საზოგადოება ხედავს, როგორ აცდენილი არიან ადამიანები ევროპულ ღირებულებებს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
1781686354
ახალი ამბები„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“ - ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარ თემაა - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალურ...
1781684635
ახალი ამბებისამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებ...
1781684128
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: არანაირი ღირებულება ამ ანგარიშს არ გააჩნია, წერონ და იკითხონ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის. დეპუტატის თქმით, ამ და სხვა ანგა...
1781682451
ახალი ამბებიმერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ დავალიანება დროულ...
1781681461
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინ...






























