გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას „ხეტაფეში“ განაგრძობს
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ „ხეტაფეში“ განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.
„ხეტაფემ ქართველ ნახევარმცველთან გიორგი ქოჩორაშვილთან ხელშეკრულება გააფორმა. ლისაბონის „სპორტინგის“ ფეხბურთელი უკვე „ხეტაფეში“ იმყოფება, სადაც ხუთშაბათს კლუბის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და ახალ თანაგუნდელებსაც შეხვდა.
ფეხბურთელი ხეტაფეში იჯარით მოდის, შემდგომში დაახლოებით ხუთ მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით. ის გააძლიერებს გუნდის ნახევარდაცვას, სადაც ლუის მილიას და მაურო არამბარის წასვლის შემდეგ, ერთ-ერთი პოზიცია განსაკუთრებით პრობლემური იყო. ამჟამად გუნდში ცენტრალური ნახევარმცველები მხოლოდ მარიო მარტინი, ხავი მუნიოსი და ივან ნეიუ არიან, მაგრამ ხოსე ბორდალასი (ხეტაფეს მთავარი მწვრთნელი) ბოლო ორზე, განსაკუთრებით კი კამერუნელზე, იმედს არ ამყარებს. ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ალტერნატივა ჯენე დაკონამია.
სავარაუდოდ, კლუბი ქოჩორაშვილის ტრანსფერის შესახებ უახლოეს საათებში გამოაცხადებს“, - წერს MARCA.
ცნობისთვის, გიორგი გასულ სეზონში პორტუგალიური „სპორტინგის“ ღირსებას იცავდა, თუმცა სათამაშო დრო არასაკმარისად ჰქონდა. ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით მატჩს „ხეტაფე“ 15 აგვისტოს გამართავს, მისი მეტოქე „ალავესი“ იქნება.
1785418986
საზოგადოებაგიორგი კახიანი: რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება
რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამე...
1785418090
ახალი ამბებიქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო
ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. თვითმხილველები „ინფო იმერეთთან“ საუბრისას ამბობენ, რომ შემთხვევა 28 ივლისს მოხდა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრ...
1785417981
საზოგადოებაპროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათ
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინა...
1785417200
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6266 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6272 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1785414995
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე...



























