გურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ახალი საინიციატივო ჯგუფის დაფუძნებას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვს.

მისი განცხადებით, „ხალხის ძალა“ ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2022 წლიდან საუბრობდა. მაჭარაშვილის თქმით, თუ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში შევა, პოლიტიკურ ჯგუფში მასზე იმსჯელებენ.

„ჩვენ, „ხალხის ძალამ“, ამ საკითხზე საუბარი, ზოგადად, ჯერ კიდევ 2022 წლიდან დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც გლობალური ომის პარტიამ ზეწოლა გააძლიერა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე და პირდაპირი დარტყმები დაიწყო რწმენაზე, პატრიარქზე, სიწმინდეებზე, ტრადიციებზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ყველაფერს სჭირდებოდა დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობისა და აღსრულების დონეზე. ინიციატივა ძალიან კარგია და თუ შემოვა პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალაში“ გვექნება მსჯელობა. თუმცა, მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ რაც უფრო მეტად დარეგულირდება კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან და ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785418986

საზოგადოება

გიორგი კახიანი: რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება

რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამე...

კახიანი

1785418090

ახალი ამბები

ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. თვითმხილველები „ინფო იმერეთთან“ საუბრისას ამბობენ, რომ შემთხვევა 28 ივლისს მოხდა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრ...

მდინარე წყალწითელა

1785417981

საზოგადოება

პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათ

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინა...

პროკურატურა

1785417200

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6266 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6272 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

სს

1785414995

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე...

ფინანსთა მინისტრი