ლევან მაჭავარიანი სააკაშვილზე: მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს მას სამედიცინო გამოკვლევა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აუცილებელია პენიტენციურმა სამსახურმა უახლოეს ხანში უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.
მისი თქმით, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ პატიმრის მართვა ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში უნდა გადავიდეს.
„მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს მას [მიხეიილ სააკაშვილს] სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს ადამიანი უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადაიბაროს. ის ყოველთვის არაადეკვატური იყო, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ ძალიან დამძიმდა მისი ეს არაადეკვატური მდგომარეობა.
თქვენ ახსენეთ, ხან ნელსონ მანდელაო, ხან დავით აღმაშენებელიო და ხვალ შეიძლება ნაპოლეონ ბონაპარტი ეგონოს თავისი თავი. აუცილებლად კვლევა უნდა ჩაუტარდეს და სასურველია, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდეს, რადგან მისთვისვე იქნება უკეთესი“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.
1785418090
ახალი ამბებიქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო
ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. თვითმხილველები „ინფო იმერეთთან“ საუბრისას ამბობენ, რომ შემთხვევა 28 ივლისს მოხდა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრ...
1785417981
საზოგადოებაპროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათ
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინა...
1785417200
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6266 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6272 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1785414995
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე...
1785413445
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჯო უილსონი საქართველოსა და ქართველ ხალხზე ნაკლებად დარდობს, ის ამაში ფულს იღებს
ჯო უილსონი საკუთარი განცხადებებისთვის ფულს იღებს, რაც ასახულია „ფარას“ დოკუმენტაციაში. ეს არის ადამიანი, რომელიც დროშებით და ინაუგურაციის ბილეთებით ვაჭრობს, იმდენად სამარცხვინოა, თვითმფრინავში საკუთარ...


























