პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ, საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოტანილი დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გასაღება განიზრახა, რაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, მიმდინარე წლის 28 ივლისს, მათ სარგებლობაში არსებული ავტომობილით მიიტანეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა 8000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაეცათ მათ მიერვე წინასწარ მოძიებული პირისთვის. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განზრახვის სისრულეში მოყვანამდე დააკავეს.
სამივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 19-236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1785418986
საზოგადოებაგიორგი კახიანი: რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება
რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამე...
1785418090
ახალი ამბებიქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო
ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. თვითმხილველები „ინფო იმერეთთან“ საუბრისას ამბობენ, რომ შემთხვევა 28 ივლისს მოხდა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრ...
1785417981
საზოგადოებაპროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათ
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინა...
1785417200
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6266 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6272 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1785414995
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე...



























