ლევან მაჭავარიანი: ჩვენი დელეგაცია ძალიან დეტალურად უყვება დამსწრე საზოგადოებას [გაეროში] საქართველოში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გაეროში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის წარდგენას ეხმაურება.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ყველა რჩევას და რეკომენდაციას, საქართველო ეროვნული ინტერესების ფარგლებში გაითვალისწინებს.

„ჩვენი დელეგაცია ძალიან დეტალურად უყვება დამსწრე საზოგადოებას საქართველოში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით. თუ რაღაც მიკერძოებული აზრი არსებობს კონკრეტულ, რაღაც კანონებთან მიმართებით ჩვენ ვიხილეთ, ეს არის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დასაცავად. ვიხილეთ კომენტარები „ანტი ლგბტ პროპაგანდა“ კანონის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობის დასაცავად. ასევე, გამკაცრებული ზომები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ შეკრება - მანიფესტაციასთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ თუ მომიტინგეების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქუჩა გადაკეტონ, მათ რა თქმა უნდა ქუჩა არ უნდა გადაკეტონ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოვიდეს, აპროტესტოს, რაც სურს და ამაზე მეტყველებს ჩვენი 13-წლიანი მმართველობა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მონაწილეობით მომზადებული დოკუმენტი, საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ, გაეროში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა. დისკუსიაში 110 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769513683

ახალი ამბები

დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ცნობით, შუა ხნის კაცმა ცოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ჩვენი ინფორ...

პოლიცია

1769512054

ახალი ამბები

გიორგი შარაბიძემ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლე...

გიორგი შარაბიძე

1769511884

ახალი ამბები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში და-ძმის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1769511746

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: კვლევა, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მმართველ კლასში, ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ბოლო 4 წლის განმავლობაში

„კვლევა, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მმართველ კლასში. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, ეს კვლევაც ადასტურებს იმა...

ლევან მაჭავარიანი

1769510794

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ილია ღუდუშაურის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს, რო...

 ილია ღუდუშაური