გიორგი ვოლსკი „გორბის“ კვლევაზე: გამოვლინდა თუ რა პრობლემები აქვს ქვეყანას, მაგრამ ისიც გამოვლინდა, რომ საზოგადოება ერკვევა, საიდანაც მოდის ეს პრობლემები

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევებს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. „ქართული ოცნებაში” განმარტავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ობიექტურად აფასებს საქართველოში განვითარებულ პროცესებსა თუ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მათივე თქმით, კვლევაზე დაყრდნობით ნათლად გამოიკვეთა, თუ ვის ენდობა ამომრჩეველი.
„გამოვლინდა ის, რა პრობლემები აქვს ქვეყანას, მაგრამ ისიც გამოვლინდა, რომ საზოგადოება ერკვევა საიდან მოდის ეს პრობლემები და დარწმუნებულია, რომ ის ტენდენციები, რომლებიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ პოზიტიურად შეაფასა და მაღალი რეიტინგები მისცა ჩვენს ქვეყანას, არის რეალური და ამას მოჰყვება ქვეყნის სტაბილურობა და განვითარების მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდა. პრობლემების მიუხედავად, რომლებიც საზოგადოებას აქვს - ფასებთან დაკავშირებით, სოციალურ-ეკონომიკური თემები, არის რეალური და ამ რეალობას რომ თვალს უსწორებს კონკრეტული პოლიტიკური ძალა, ესეც გამოვლინდა იმ მაღალ რეიტინგში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო“, - მიიჩნევს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2%-მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).
წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.
1753689769
ახალი ამბებიღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი მასტერ-სომელიეების ჯგუფი სტუმრობდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“-ის ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. აღნიშ...
1753687706
ახალი ამბებილევან მახაშვილი „გორბის“ კვლევაზე: ეს კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმაურება. მისი თქმით, ამ კვლევით კარგად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქართულ...
1753685941
ახალი ამბებიგეკა გელაძე, ჩაქვში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ჩატარებულ საავიაციო ძებნა-შველის სიმულაციურ სწავლებას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამა...
1753683791
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებ...
1753682906
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პარლამენტის მიმართ მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა
„პარლამენტის მიმართ საქართველოს მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებ...