გიორგი ვოლსკი: ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება

„ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, რომლებიც წლებია, მას მოჰყვება. შეიძლება, თავისი ხედვებიც აქვს, მაგრამ ამაში ეჭვი გვეპარება და საფუძველიც გვაქვს. კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დამატებით, დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, რეალურად, საკითხის შესწავლის დროს არცერთხელ გამოვლენილა საქართველოს გადახრა ძირითადი კურსიდან, რომელიც საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობდა.

„ჩვენ პრინციპებისთვის არასოდეს გვიღალატია. გამოქვეყნებული რეიტინგები მიუთითებს, რომ საქართველო იმ სტანდარტის ქვეყნებს შორისაა, რომელიც გაერთიანებულია დასავლურ, დემოკრატიულ სამყაროში“, – განუცხადა გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781345189

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვნების ახალ შემადგენლობას გადასცა. გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა

 ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს...

არჩილ გორდულაძე

1781345029

საზოგადოება

კახა კალაძე: ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია

 თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გ...

კახა კალაძე

1781343104

საზოგადოება

კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი

 კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას. მისი...

კახა კალაძ

1781341911

საზოგადოება

კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება

 „რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ?“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელ...

კახა კალაძე

1781338817

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ-ის ძალებმა მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი

 დონალდ ტრამპი ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა ერთ-ერთი ყველაზე „სისხლიმსმელი“ ტერორისტი მოკლეს. „ჩემი მითითებით, შეერთებული შტატ...

დონალდ ტრამპი