გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჯერ კიდევ არ იყო გაციებული ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები, ხელი მოაწერეს აბსოლუტურად გაუგებარ, მოღალატეობრივ რეზოლუციას, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ის, რაც უკარნახეს სააკაშვილს
„ჯერ კიდევ არ იყო გაციებული ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები, ხელი მოაწერეს აბსოლუტურად გაუგებარ, მოღალატეობრივ რეზოლუციას. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ის, რაც უკარნახეს სააკაშვილს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ღია წერილს ეხმაურება.
„2008 წლის წინა პერიოდში, ივლისში, აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ საომარი მოქმედებები გარდაუვალი იქნებოდა, მითუმეტეს, რუსეთის სამხედრო შენაერთების სრული მობილიზება მიმდინარეობდა როკის გვირაბთან. მიუხედავად ამისა, ძალიან საეჭვოდ, არანაირი განგაში არ ატეხილა, უშიშროების საბჭოსთვის არ მიუმართავს სააკაშვილის ხელისუფლებას და უფრო მეტიც, როდესაც ეს ომი დასრულდა, ჯერ კიდევ არ იყო გაციებული ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები, ხელი მოაწერეს აბსოლუტურად გაუგებარ, მოღალატეობრივ რეზოლუციას. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ის, რაც უკარნახეს სააკაშვილს.
მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი სტრასბურგის სასამართლოს მოგება. [„ნაციონალური მოძრაობის“] რიტორიკის შეცვლა ზოგადად კარნახმა განაპირობა. იმ პერიოდში არავის ენაღვლებოდა საქართველო და სააკაშვილიც ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს - თავის სასახლეში იყო. რუსეთის შეტევა თბილისის მიმართულებით, ეს მის მიერ მოგონილი ამბავია. რუსეთმა მიიღო ის, რაც უნდოდა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1785912958
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...
1785911077
ახალი ამბებინანა კაკაბაძე: რამ ააწიოკა „ნაცები“? ფაქტებით დაანახა პრემიერმა მოქალაქეებს, რომ უსამშობლო ოპოზიცია უცხოელი პატრონების ინტერესებით მოქმედებს, მათ 2022-ში ქართველ მარიონეტებს დაავალეს, მიემართათ უკიდურესი რუსოფობიური სტრატეგიისთვის
რამ ააწიოკა ნაცები? მარტივად მისახვედრია ნაცების მხრიდან გამოხატული აგრესია და გაცეცხლებული კომენტარები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელშიც გამოთქმული იყო გაკვირვება იმის თაობაზე, რომ ნაცები და მი...
1785909560
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს სათქმელი. პირში წყალი ჩაიგუბეს
მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] არაფერი აქვს სათქმელი. პირში წყალი ჩაიგუბეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. დეპუტატი საქართველოს პრემი...
1785906808
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე: „ნაციონალურ მოძრაობას“ საპასუხოც არაფერი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს, ცდილობენ, თავი აარიდონ პასუხებს
როდესაც რუსეთის „გაშავება“ არ იდგა დღის წესრიგში გარე ძალების მხრიდან, მაგ დროს მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] ჩაშლილი ჰქონდა სხვა მესიჯ ბოქსი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...
1785906665
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
საქართველოს მასშტაბით, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ საქართველოს უმეტე,ს ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა ღამი...































