გიორგი ვოლსკი: უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია, ეს ხდება მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესის განვითარებაა, აქედან გამომდინარე, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი კარნახობთ, თორემ, თავადაც კარგად იციან, რომ ხელი არ შეუშლიათ იმისთვის, რომ რუსეთს რაიმე შეფერხება ჰქონოდა, რაც განახორციელა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი განცხადებით, მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, რომ იმ პოლიტიკას აუბას ფეხი, რომელიც გარე ძალებს გააჩნია, შესაბამისად, 2008 წლისგან განსხვავებით, ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკაც გარე ძალების კარნახით არის განპირობებული.
„პრაქტიკულად, ის მიიღეს და შეასრულეს, რაც უკარნახეს, რომ რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო. იმ პერიოდში რუსეთი დიდი რვიანის შემადგენლობაში იყო. დღეს სხვა ვითარებაა. დღეს საქართველოსგან გარკვეული მორჩილება უნდათ, რადგან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ომში საქართველოს ჩართულობაც სჭირდებათ, ეს იქნება ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით. დღეს, შუა დერეფნის თემაც გაცილებით აქტუალურია. აქედან გამომდინარე, დაკვეთის შემსრულებელს აგენტი ჰქვია. აგენტურული საქმიანობა იმას გულისხმობს, რასაც ისინი აკეთებენ. თითქოს „ქართული ოცნების“ მხარეს უნდათ ხელის გამოშვერა, რომ რუსული პოლიტიკა წარმოებს, თუმცა ამის არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ. 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რა ნაბიჯი გადადგა, რომელმაც რუსეთს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკის გასატარებლად რაიმე უპირატესობა შესძინა. ხელისუფლებამ რა გააკეთა ისეთი, რითაც ოდესმე იმ სტანდარტს დაუპირისპირდა, რომელიც ევროკავშირს გააჩნია. მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, რომ იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია. ეს ხდება მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო. ეს ის სურათია, რომელიც წარმოგვიდგა. ამ სურათის გადასაფარად ლიტონ სიტყვებს არახუნებენ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის პოლიტიკა წარმოებს. ეს ხალხი იმ სცენარს არის აყოლილი, რომელიც იუკნევიჩიანეს, კალასის, კოსის თუ კუბილიუსის მონაწილეობით დაწერეს. მსოფლიო პოლიტიკა შეიცვალა და შეიცვალა აგენტურის პოლიტიკაც“, - განაცხადა ვოლსკიმ.
1785916128
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჯერ კიდევ არ იყო გაციებული ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები, ხელი მოაწერეს აბსოლუტურად გაუგებარ, მოღალატეობრივ რეზოლუციას, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ის, რაც უკარნახეს სააკაშვილს
„ჯერ კიდევ არ იყო გაციებული ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები, ხელი მოაწერეს აბსოლუტურად გაუგებარ, მოღალატეობრივ რეზოლუციას. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ის, რაც უკარნახეს სააკაშვილს“, - გან...
1785915737
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატალია კორძაიას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მ...
1785915016
ახალი ამბებიმარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე დაკავებულ ორ ადამიანს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ ორ ადამიანს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგ...
1785912958
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...
1785911077
ახალი ამბებინანა კაკაბაძე: რამ ააწიოკა „ნაცები“? ფაქტებით დაანახა პრემიერმა მოქალაქეებს, რომ უსამშობლო ოპოზიცია უცხოელი პატრონების ინტერესებით მოქმედებს, მათ 2022-ში ქართველ მარიონეტებს დაავალეს, მიემართათ უკიდურესი რუსოფობიური სტრატეგიისთვის
რამ ააწიოკა ნაცები? მარტივად მისახვედრია ნაცების მხრიდან გამოხატული აგრესია და გაცეცხლებული კომენტარები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელშიც გამოთქმული იყო გაკვირვება იმის თაობაზე, რომ ნაცები და მი...































