გიორგი ვოლსკი საია-ს სარჩელზე: ექსტრემიზმში გადაზრდილი საპროტესტო აქციების წახალისება, თითქოს, უკვე სასამართლოში დაიწყეს განხილვა, რომ ეჭვქვეშ დააყენეს არჩევნების კანონიერება, როდესაც ასეთ „რეალობას“ საერთოდ ადგილი არ აქვს

„სკანდალური ვუწოდო, თუ რა ეპითეტი გამოვიყენო მაშინ, როდესაც ვაფასებთ საია-ს მოქმედებას და ზოგადად, განცხადებას, რომ საკითხის არსობრივი განხილვა დაიწყო და ეს არის უშველებელი გამარჯვება, როდესაც არსობრივ განხილვამდე, საჭიროა კონკრეტულად გაარკვიოს ჯერ სასამართლომ, საერთოდ, საია არის თუ არა უფლებამოსილი ამ საკითხებზე თვითონ იდავოს, როდესაც თვითონ არ არის დაზარალებულ პოზიციაში - არის თუ არა ეს დასაშვები, ამას ჩვენ გვეკითხებიან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჯერ საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება კითხვებზე პასუხს, რომლის შემდეგ, საია-ს ექნება საშუალება, თავისი პოზიცია გამოხატოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, განიხილოს თუ არა ორგანიზაციის სარჩელი.

„ასევე, სერიოზული საკითხია ისიც, თუ როდის და რა შინაარსის პასუხს გასცემს ხელისუფლება, რომელსაც დაუსვეს საკმაოდ კონკრეტული და საქმიანი შეკითხვები. ხელისუფლების მიერ პასუხის გაცემის შემდეგ, საია-ს ექნება საშუალება, თავისი პოზიცია გამოხატოს ამ თემასთან დაკავშირებით და შემდეგ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ამ თემას საერთოდ, არსობრივად განიხილავს თუ არა. ასე რომ, ეს განცხადებები, კიდევ ერთხელ, ამ ძალიან ცუდ, ნეგატიურ პოლიტიკურ ასპექტს უსვამს ხაზს, რომელიც, სამწუხაროდ, ამ, ერთ დროს ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას გააჩნია - ანუ, წახალისება საზოგადოებისა, ამ ექსტრემიზმში გადაზრდილი საპროტესტო აქციებისა, თითქოს, აგერ უკვე სასამართლოში არსობრივად დაიწყეს განხილვა, რომ ეჭვქვეშ დააყენეს არჩევნების კანონიერება, როდესაც ასეთ „რეალობას“ საერთოდ ადგილი არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769265864

მსოფლიო

ყინვა და ქარბუქი აშშ-ის 16 შტატში - გაუქმებულია 9000-ზე მეტი ავიარეისი

აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ შტატებში ქარბუქისა და ყინვისთვის ემზადებიან. CNN-ის ცნობით, ქვეყნის 16 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მათ შორის, დელავერში, მისურიში, არკანზასში, ლუიზიანაში,...

ყინვა და ქარბუქი

1769263453

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ლორა თორნტონზე: დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს

დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა, საერთაშორისო ნაკრებია უკვე, გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს, - განაცხადა...

გია ვოლსკი

1769262583

მსოფლიო

აბუ-დაბის მოლაპარაკებები რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის დასრულდა

გაერთიანებული არაბთა საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მოლაპარაკებები სამი საათი გრძელდებოდ...

 რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის

1769261780

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: პრემიერის ინიციატივის გაჟღერებისთანავე, წამოვიდა სიძულვილის ენის ნიაღვარი, პროცესის თავშივე აბუჩად აგდება - ჩემთვის, ამ პოლიტიკურ ძალებთან წარმოუდგენელია საუბარი, იმიტომ, რომ მათი მიზანია დამხობა და რადიკალიზმი

„სულ ცოტა ხნის წინ, პრემიერმა გამოთქვა სურვილი და გამოხატა მმართველი გუნდისგან მზაობა, პოლიტიკურ აქტორებს შორის დებატების შესახებ. ეს როგორც მოგეხსენებათ შეამცირებს პოლარიზაციას და გააჯანსაღებს პოლიტი...

გიორგი გამსახურდია

1769261575

ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 25 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა ავლაბრის მოედნიდან ლ...

საახალწლო ილუმინატები