ლევან მაჭავარიანი: ჰელსინკის კომისიის სპექტაკლები ჩვენ უკვე ვიხილეთ. არ მგონია, რომ საქართველოში რჩებოდეს ადამიანი, ვინც სერიოზულად აღიქვამს ამ კომისიას
ჰელსინკის კომისიის სპექტაკლები ჩვენ უკვე ვიხილეთ, ბატონი უილსონი ხელმძღვანელობდა და აქედან ჩასული აგენტებიც კარგად გვახსოვს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, „ქალბატონი თორნტონია ის ადამიანი, რომელმაც ძალიან სერიოზული გულისწყრომა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის აქციებზე მსხვერპლის ვერ იხილა“.
„არ მგონია, რომ საქართველოში რჩებოდეს ადამიანი, ვინც სერიოზულად აღიქვამს ამ კომისიას. მითუმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი მომხსენებელი უნდა იყოს ქალბატონი ლორა თორნტონი, რომლის სტიპენდიატიც ქალბატონი ზურაბიშვილია, რომელიც გამოირჩევა ბატონი ტრამპის მიმართ აგრესიული დამოკიდებულებით და აგრესიული რიტორიკით, საშინელი ბრალდებებით.
ქალბატონი თორნტონია ის ადამიანი, რომელმაც ძალიან სერიოზული გულისწყრომა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის აქციებზე მსხვერპლის ვერ იხილა. შესაბამისად, ასეთი კომისიაა, ასეთი შემადგენლობაა, რაც უნდათ ის უქნიათ, რაც უნდათ ის ულაპარაკიათ. ჩვენთვის საინტერესო აბსოლუტურად არ არის“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ლორა თორნტონი, რომელიც დონალდ ტრამპს სექსუალურ მოძალადეს უწოდებს, 28 იანვარს ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება ჰელსინკის კომისიაზე, სადაც საქართველოს შესახებ მოხსენებაა ჩანიშნული, თემით - „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა. თორნტონი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორია, რომელიც საქართველოში ენ დი აიას ოფისს ხელმძღვანელობდა.
1769265864
მსოფლიოყინვა და ქარბუქი აშშ-ის 16 შტატში - გაუქმებულია 9000-ზე მეტი ავიარეისი
აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ შტატებში ქარბუქისა და ყინვისთვის ემზადებიან. CNN-ის ცნობით, ქვეყნის 16 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მათ შორის, დელავერში, მისურიში, არკანზასში, ლუიზიანაში,...
1769263453
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ლორა თორნტონზე: დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს
დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა, საერთაშორისო ნაკრებია უკვე, გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს, - განაცხადა...
1769262583
მსოფლიოაბუ-დაბის მოლაპარაკებები რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის დასრულდა
გაერთიანებული არაბთა საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მოლაპარაკებები სამი საათი გრძელდებოდ...
1769261780
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: პრემიერის ინიციატივის გაჟღერებისთანავე, წამოვიდა სიძულვილის ენის ნიაღვარი, პროცესის თავშივე აბუჩად აგდება - ჩემთვის, ამ პოლიტიკურ ძალებთან წარმოუდგენელია საუბარი, იმიტომ, რომ მათი მიზანია დამხობა და რადიკალიზმი
„სულ ცოტა ხნის წინ, პრემიერმა გამოთქვა სურვილი და გამოხატა მმართველი გუნდისგან მზაობა, პოლიტიკურ აქტორებს შორის დებატების შესახებ. ეს როგორც მოგეხსენებათ შეამცირებს პოლარიზაციას და გააჯანსაღებს პოლიტი...
1769261575
ახალი ამბებისაახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 25 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა ავლაბრის მოედნიდან ლ...






























