გიორგი ვოლსკი - სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს, ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს

„სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს. ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე.

„ნიკა გვარამია ცხარე ცრემლებით ტიროდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია სჭირდა, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. სერიოზული კითხვა ჩნდება, ოპოზიციაში რამდენად სერიოზულია დაპირისპირება. მით უმეტეს, საუბარია, ერთი სულისა და საერთო წარსულის, აწმყოს მქონე ადამიანებზე. შესაძლოა, აქციებზე სააკაშვილის ფოტოების გამოჩენამ ის ადამიანები დააფრთხო.

შეიძლება, ბევრს არ უნდა, რომ სააკაშვილის იმ წარსულთან იყოს დაკავშირებული, როცა ქვეყნის ტერიტორიები დაიკარგა, ათასობით ადამიანი გაუბედურდა და სადაც ადამიანებს ქუჩაში კლავდნენ, მათ შორის ახალგაზრდებს.

სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს. შეიძლება, ეს სხვებისთვის ფაქტორი იყოს, მაგრამ ეს ადამიანები ერთი მიზნისა და ამოცანების მქონე არიან. შეიძლება, ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვის უფრო მეტი დესტრუქციის ძალა აქვს. მათი მიზანია, პატრონებს დაანახონ, აქ ლიდერი ვინ არის და ასევე საზოგადოების ნაწილი მიიმხრონ ექსტრემისტულ პროცესებში. სააკაშვილისგან ახალი რაც ვიხილეთ, არის ვარცხნილობა და ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ისედაც „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა. სააკაშვილი იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781183278

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ვალუტის კურსი

1781183187

საზოგადოება

შსს: „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები

„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვ...

დარიალის ხეობა

1781181863

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: საქართველო ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში საკმაოდ გამართულია და ყველა მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს

„საქართველო ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში საკმაოდ გამართულია და ყველა მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხ...

გიორგი ვოლსკი

1781181499

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს

ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა განაახლოს, ააღორძინოს და ააყვავოს ნაცმოძრაობაო... იმასაც ამბობენ, ნანუკა, როგორც ნაცების მძიმე არტერია (თუ არტილერია? რომელია სწორი?) პარტიის თავმჯდომარე გახდებაო, - წერს ჟურნა...

ჯაბა ხუბუა

1781180205

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: შსს-მ დამატებით 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლოთ მ...

ლევან ჟორჟოლიანი