გიორგი ვოლსკი: უპირველეს ყოვლისა, უკვე აშკარა გახდა, რომ პროქსი ომში საქართველოს ჩართულობის თემა არათუ მოიხსნა დღის წესრიგიდან, პირიქით, უფრო გამწვავდა და უფრო სერიოზული ფორმები მიიღო

უპირველეს ყოვლისა, უკვე აშკარა გახდა, რომ ამ პროქსი ომში საქართველოს ჩართულობის თემა არათუ მოიხსნა დღის წესრიგიდან, პირიქით, უფრო გამწვავდა და უფრო სერიოზული ფორმები მიიღო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას.

კერძოდ, ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს წარმომადგენლებთან ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იმართება. ქართული მხარე ბრიუსელში კონკრეტული არგუმენტებით ჩავიდა და ხაზგასმით თქვა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებს.

ვოლსკის თქმით, ხალხს გაუბრაზდნენ რატომ გვარამია არ აირჩიეთო.

„ევროკავშირში, სადაც მსჯელობენ, ალაგებენ, გინდ „დიფ სთეითი დაარქვი“, თუ გინდა„ომის პარტია“ დაარქვი, რასაკვირველია ასე უბრალოდ არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას. ხალხს გაუბრაზდნენ რატომ გვარამია არ აირჩიეთო. სიტყვაზე მოვიტანე ეს გვარი იმიტომ, რომ აქტიურია ბოლო პერიოდში, რატომ გვარამია არ აირჩიე და რატომ აირჩიე „ქართული ოცნება“. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა.

ამისათვის, რათა ეს ნაბიჯი გადაიდგას, ჩამოაყალიბეს გარკვეული მოთხოვნები, რომელიც საკმაოდ ძნელად მისაღებია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. ეტყობა არ აქვთ სრული ინფორმაცია რას განვიცდით, ან რას ვუყურებთ. უპირველეს ყოვლისა, უკვე აშკარა გახდა, რომ ამ პროქსი ომში საქართველოს ჩართულობის თემა არათუ მოიხსნა დღის წესრიგიდან, პირიქით, უფრო გამწვავდა და უფრო სერიოზული ფორმები მიიღო. შენ თუ გინდა არ დაგსაჯო, უკან უნდა გაიწვიო კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

გიორგი ვოლსკის თქმითვე, კიდევ ერთი საკითხი ლგბტ თემას უკავშირდება.

„წარმოდგენა არ აქვთ რა წერია კანონში. არავითარი დისკრიმინაცია არ ხდება. ჩვენ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ყველა უმცირესობას იცავს“, - განაცხადა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781183278

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ვალუტის კურსი

1781183187

საზოგადოება

შსს: „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები

„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვ...

დარიალის ხეობა

1781181863

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: საქართველო ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში საკმაოდ გამართულია და ყველა მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს

„საქართველო ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში საკმაოდ გამართულია და ყველა მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხ...

გიორგი ვოლსკი

1781181499

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს

ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა განაახლოს, ააღორძინოს და ააყვავოს ნაცმოძრაობაო... იმასაც ამბობენ, ნანუკა, როგორც ნაცების მძიმე არტერია (თუ არტილერია? რომელია სწორი?) პარტიის თავმჯდომარე გახდებაო, - წერს ჟურნა...

ჯაბა ხუბუა

1781180205

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: შსს-მ დამატებით 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლოთ მ...

ლევან ჟორჟოლიანი