გიორგი ვოლსკი: საქართველო ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში საკმაოდ გამართულია და ყველა მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს
„საქართველო ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში საკმაოდ გამართულია და ყველა მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, როგორც კი პოლიტიკურ თემაზე დაიწყება საუბარი, საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით არის შეიარაღებული.
„ძირითადი მოთხოვნა რამდენიმე საკითხია – ვიზალიბერალიზაცია, საგარეო კურსი და გარკვეული კანონების უკან წაღება. ეს ყველაფერი თუ ჩვენთვის მისაღები არ არის, მათი მხრიდან ეს განიხილება, როგორც დეზინფორმაცია და ევროპის წინააღმდეგ გალაშქრება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები მყარია და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საკმაოდ ნათელია შექმნილი სურათი.
ოთხივე თემასთან დაკავშირებით საკმაოდ მყარი პოზიცია გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, კარგად გაიაზროს, რა თემებზეა საუბარი. მაგალითად, გარკვეულ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს, ვისთანაც ევროკავშირს ვიზალიბერალიზაცია არ აქვს, ჩვენთვის კი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ თემებს; ასევე, სანქციების თაობაზე ჩვენს პოლიტიკას ვერ შევცვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაინგრევა და შემდეგ უკვე, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ვიზალიბერალიზაციის თემაც საერთოდ აზრს კარგავს, თუ ქვეყანა მოისპო და განადგურდა; რაც შეეხება დეზინფორმაციას ევროპასთან დაკავშირებით, ჩვენ ამაზე ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან თავად ევროპულ ქვეყნებში, ევროპარლამენტში ღია დებატების დროს საკმაოდ ხშირად გაისმის გარკვეული კრიტიკა. თავი ჩვენც არ უნდა შეიკავოთ და რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ.
ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით, ჩვენთვის საამაყო თემაა, რომ საერთო სტატისტიკური მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ ბევრს ქვეყანაზე უკეთესი გვაქვს, მათ შორისაა, მართლმსაჯულება, დემოკრატია, კრიმინალთან ბრძოლა, მთავრობის გამჭვირვალობა და ა.შ. რასაკვირველია, საფრთხე მაინც არსებობს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენსა და ბრიუსელს შორის დაპირისპირებაა და არგუმენტების ჭიდილი თუ იქნება, ჩვენ კარგი პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
1781183278
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1781183187
საზოგადოებაშსს: „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები
„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვ...
1781181499
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს
ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა განაახლოს, ააღორძინოს და ააყვავოს ნაცმოძრაობაო... იმასაც ამბობენ, ნანუკა, როგორც ნაცების მძიმე არტერია (თუ არტილერია? რომელია სწორი?) პარტიის თავმჯდომარე გახდებაო, - წერს ჟურნა...
1781180205
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: შსს-მ დამატებით 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლოთ მ...
1781179237
საზოგადოებაჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ოჯახების...



























