შსს: „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები
„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადენაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმულ უსაფუძველო ბრალდებებს.
განვმარტავთ, რომ სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები.
ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს, ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი გამოთქვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, მესამე ქვეყნის გავლით საქართველო უკვე დატოვა.
„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში“ მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1781183278
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1781181863
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: საქართველო ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში საკმაოდ გამართულია და ყველა მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს
„საქართველო ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში საკმაოდ გამართულია და ყველა მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხ...
1781181499
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს
ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა განაახლოს, ააღორძინოს და ააყვავოს ნაცმოძრაობაო... იმასაც ამბობენ, ნანუკა, როგორც ნაცების მძიმე არტერია (თუ არტილერია? რომელია სწორი?) პარტიის თავმჯდომარე გახდებაო, - წერს ჟურნა...
1781180205
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: შსს-მ დამატებით 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლოთ მ...
1781179237
საზოგადოებაჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ოჯახების...



























