ლევან ჟორჟოლიანი: შსს-მ დამატებით 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლოთ მაქსიმალურად შსს-ს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის შეუსაბამოა და სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებები.
„სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის მოხმარება, რაც წარმოუდგენელია მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის, მაქსიმუმი არ უნდა აღემატებოდეს 7-10 მლნ კვტ/სთ-ს. შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში ის საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც მიმდინარეობს და ამის ძირითადი წყარო არის, სწორედ, მაინერები. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული სრულად იქნეს ამოღებული ამ ტერიტორიიდან“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
1781181499
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს
ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა განაახლოს, ააღორძინოს და ააყვავოს ნაცმოძრაობაო... იმასაც ამბობენ, ნანუკა, როგორც ნაცების მძიმე არტერია (თუ არტილერია? რომელია სწორი?) პარტიის თავმჯდომარე გახდებაო, - წერს ჟურნა...
1781179237
საზოგადოებაჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ოჯახების...
1781179131
საზოგადოებამიხეილ სააკაშვილი გია ნოდიაზე: ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს, როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, „ქოცები“ მაინც გაიმარჯვებდნენ?
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ნოდიას სტატუსს ეხმიანება, რომელიც საუბრობს რუსეთის გავლენებზე სომხეთში, მოლდოვასა და უნგრეთში და ეჭვი არ ეპარება, რომ 2012-ში რუსეთს გაუხარდა ივანიშვილის მოგება,...
1781178308
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე
ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ი...
1781177104
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აპრილის პროგნოზთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესა. კერძოდ, ფონდის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება,...


























