ირაკლი ზარქუა: თავიანთ ამომრჩევლებს აგიჟებენ, ერთმანეთს ატყუებენ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატარონ რევოლუციები და ქვეყანას თავი დაანებონ
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატარონ რევოლუციები და ქვეყანას თავი დაანებონ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალებსა“ და ყოფილ „ნაციონალებს“ შორის ახლა პირველობისთვის მიმდინარეობს ბრძოლა.
„ჩერგო რამის დამთმობია? გამორიცხულია. ის ბელადი იქიდან რამის დამთმობია?! ახალ ვარცხნილობასთან ერთად, „პრიჩოსკა“ აქვს, სიახლე შემოიტანა პოლიტიკაში, რამის დამთმობია? იქიდან დირიჟორობს.
რევოლუციური გადაწყვეტილება შემოიტანა – ნანუკა შემოჰყავს პოლიტიკაში. აქამდე რა, არ იყო ნანუკა? იყო, მაგრამ ახლა მორიგი სიგიჟე უნდა. თავიანთ ამომრჩევლებს აგიჟებენ, ახალი სისხლიო.
ვინ არის ახალი? ქალი დღე და ღამე მმართველი პარტიის ლანძღვაშია და „ნაცმოძრაობის“ გვერდით მიშას პლაკატებით დარბის. ახალი კადრია? არა. ერთმანეთს ატყუებენ. თან უნდათ, იმ ე.წ. ალიანსში პირველობა აიღონ და აჯაფსანდალია. სიმართლე გითხრათ, ისინი არც მაინტერესებს, ვხალისობთ ხოლმე.
კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატარონ რევოლუციები და ქვეყანას თავი დაანებონ. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს. ბელადი იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ“, - აღნიშნა ზარქუამ.
1781185917
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: ბრიუსელის პოლიტიკა შანტაჟსა და მუქარას ეფუძნება, რომ ხალხი დასაჯონ, ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი არიან
„ჩვენ ხომ დაგვსაჯეს, როცა დიპლომატიური პასპორტები გაგვიუქმეს, ვიზებს ვიღებთ, თუ რიგში დგომა დაგვჭირდება, ეს არ არის პრობლემა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი...
1781184871
საზოგადოებათამარ იოსელიანი: ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც თბილისს ევროკავშირთან დააკავშირებს - ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმისთვის, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ
„1-ელი ივლისიდან ქართულ საავიაციო ბაზარს ახალი საჰაერო ხაზი ემატება - რუმინული კომპანია Dan Air ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს და ორ დედაქალაქს ერთმა...
1781184319
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და...
1781183278
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1781183187
საზოგადოებაშსს: „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები
„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვ...




























