გურამ მაჭარაშვილი: მოგვიწოდებდნენ, მორჩილება გამოგვეცხადებინა ბრიუსელისთვის, ამავდროულად, რუსეთთან უნდა შევსულიყავით კონფლიქტში, ოთხი წლის თავზე გვევლინებიან ადამიანებად, რომლებიც რუსეთს ევროპულ ქვეყნად მოიხსენიებენ
„ოთხი წლის თავზე თავად გვევლინებიან ახლა იმ ადამიანებად, რომლებიც მოიხსენიებენ რუსეთს ევროპულ ქვეყნად“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, გერმანიის კანცლერმა პირდაპირ თქვა, რომ რუსეთის ფედერაციასთან დიალოგი უნდა დაიწყონ.
„ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ ცალ ფეხზე უნდა დავმდგარიყავით და მორჩილება გამოგვეცხადებინა ბრიუსელისთვის. ამავდროულად, რუსეთთან უნდა შევსულიყავით სამხედრო კონფლიქტში, ეკონომიკურ კონფლიქტში სანქციების დაწესებით მაშინ, როდესაც ოთხი წლის თავზე თავად გვევლინებიან ახლა იმ ადამიანებად, რომლებიც მოიხსენიებენ რუსეთს ევროპულ ქვეყნად“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, როგორ წარმოაჩენს ეს ევროკავშირს და ევრობიუროკრატებს, მაჭარაშვილის განცხადებით, ეს წარმოაჩენს როგორც „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობას.
„იგივე „გლობალური ომის“ პარტიის წარმომადგენლობას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ყოველთვის, რომ მათთვის, ამ თანამდებობის პირებისთვის არც ევროპული სახელმწიფოები არ არის, არც ევროპული საზოგადოებები არ არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, ცდილობდნენ ევროპულ ღირებულებად წარმოეჩინათ ომი და არა მშვიდობა, ლგბტ პროპაგანდა და არა ტრადიციული ოჯახები. ამ ყველაფერს ეს ხალხი ცდილობდა ზუსტად, ამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში. არაფრით არ შეცვლილა იქ არანაირი პროცესები და არანაირი პოლიტიკა. ევრობიუროკრატია რაც იყო, „დიფ სთეითის“ მართული, დღეს ის დარჩა. უბრალოდ მე ვსაუბრობ ახლა იმასთან დაკავშირებით, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ერთი ერთში იმას იმეორებს მაკრონი, მერცი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი. თურმე, როგორ გაბედა ამერიკის პრეზიდენტმა და როგორ ჩაერია მათ პოლიტიკაში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
1769270318
ახალი ამბებიმკვლელობა მუხრანში - 2 კაცი მანქანაში ჩაცხრილეს
ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა მუხრანში. გავრცელებული ცნობით, მუხრანის ცენტრში ორი ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ორი მუხლით, 109-ე და 236-ე, რაც დამამძიმებე...
1769268886
მსოფლიოდონალდ ტრამპი: თუ კანადა ჩინეთთან შეთანხმებას დადებს, შეერთებულ შტატებში შემოსულ ყველა კანადურ საქონელსა და პროდუქტზე დაუყოვნებლივ დაწესდება 100%-იანი ტარიფი
„თუ გუბერნატორი [პრემიერ-მინისტრი] კარნი ფიქრობს, რომ მას შეუძლია კანადა ჩინეთის „სატრანზიტო პორტად“ გადააქციოს, რომლის მეშვეობითაც საქონელი და პროდუქტები შეერთებულ შტატებში შემოვა, ის ძალიან ცდება. ჩ...
1769267886
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი პრემიერის ინიციატივაზე: საზოგადოებაში დახლეჩის პროცესის პრევენციისთვის, ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი არის დისკუსიები
პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა. მისი თქმით, საზოგადოებაში დახლეჩის პ...
1769265864
მსოფლიოყინვა და ქარბუქი აშშ-ის 16 შტატში - გაუქმებულია 9000-ზე მეტი ავიარეისი
აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ შტატებში ქარბუქისა და ყინვისთვის ემზადებიან. CNN-ის ცნობით, ქვეყნის 16 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მათ შორის, დელავერში, მისურიში, არკანზასში, ლუიზიანაში,...
1769263453
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ლორა თორნტონზე: დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს
დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა, საერთაშორისო ნაკრებია უკვე, გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს, - განაცხადა...































