გივი მიქანაძე: ბოლო სამი წლის განმავლობაში, სწორედ ირაკლი კობახიძის ინიციატივით და მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში ნომერი მესამეა და ყოველწლიურად იზრდება

„ის მოცემულობები, რომლებიც ამ კვლევამ წარმოაჩინა და მისი სწორი ანალიზი არის უმნიშვნელოვანესი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ის, რაც ერთი წლის წინ დაანონსდა და შემდგომში მთავრობის დადგენილებით მივიღეთ რეფორმის თვალსაზრისით, აბსოლუტურად ემთხვევა იმ გამოწვევებს, რომლებზეც ამ კონტექსტში ჩვენ გვიწევს მუშაობა“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ როგორც რეფორმისთვის მზადება და რეფორმის შესაბამისი დოკუმენტის მომზადება, ასევე წინმსწრები ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა იმისთვის, რომ შედეგები თვალსაჩინო ყოფილიყო, რამდენიმე წლის მუშაობის და დიდი ძალისხმევის შედეგია, რომლისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ პედაგოგს, სკოლის ადმინისტრაციას, რესურსცენტრის წარმომადგენლებს, მშობლებს და მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, სამინისტროს ყველა იმ წარმომადგენელს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში. 

სწორედ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის მეთაურობით, ჩვენმა ქვეყანამ განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ეს ფინანსურ ჭრილშიც აისახება და დღეს ამაზე მეტყველებს თუნდაც ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ჯანდაცვის და განათლების სფეროში კარგი მართვის პოლიტიკას აფასებს და საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია მოხვედრილი. ამ მონაცემებით შვიდეულის რამდენიმე ქვეყანას და ევროკავშირისა და ნატოს 25 წევრ ქვეყანას ვუსწრებთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, სწორედ ირაკლი კობახიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში ნომერი მესამეა და ყოველწლიურად იზრდება.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში სწორედ ირაკლი კობახიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში ნომერი მესამეა და ყოველწლიურად იზრდება. ქვეყნის პოლიტიკა და ხელისუფლების გადაწყვეტილება მაქსიმალურად არის მიმართული იქითკენ, რომ მოსახლეობის განათლების ხარისხის ამაღლება და განათლების უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა იყოს გარანტირებული. 

სწორედ ამიტომაც იყო ინიციირებული ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს და დღევანდელი კვლევის შედეგები და გამოწვევები პირდაპირ ასახავს იმ მოცემულობას, რომ რეფორმით გათვალისწინებული კომპონენტები სრულ თავსებადობაშია ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ საზოგადოებასთან ერთად ამ რეფორმის განხორციელების პროცესში“, - განმარტა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788875477

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს

განათლების რეფორმა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთ...

ირაკლი კობახიძე

1788874760

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციაში ერთმანეთს ებრძვიან, ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ, ისღა დაგვრჩენია, პოპკორნით თვალი ვადევნოთ, რასაც ერთმანეთს ეუბნებიან

გვარამიას მთავარი ამოცანა იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოეშორებინა, ეჩვენებინა, ისინი უპერსპექტივოები არიან და ფინანსური დახმარება ჩვენზე მომართეთო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თე...

თენგიზ შარმანაშვილი

1788874573

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები

იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს...

ირაკლი კობახიძე

1788874444

ახალი ამბები

ისლანდიის პრემიერი ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე: ეს ისლანდიელების, კანადელების და გრენლანდიელების შეურაცხყოფაა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კრისტრუნ ფროსტადოტირი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკას გამოეხმაურა, სადაც კანადა და გრენლანდია აშშ-ის ტერიტორიად არის მონიშნული. ისლანდიის პრემიერის თქმით, ტრამპი...

ისლანდიის პრემიერი

1788874290

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, შეადგინა 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო

ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვ...

ირაკლი კობახიძე