თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილის ცოლის ძმის ცილისწამებას პასუხობს: სააკაშვილის დროს აპოლიტიკური თანამდებობა მეკავა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე თამაზაშვილის ფეისბუკპოსტს ეხმიანება და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეჭირა აპოლიტიკური თანამდებობა და არ ყოფილა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში.

„ჯერ ერთი, მე არსად არ გავრბივარ, სადაც მიკროფონია, პრესსამსახური გეგმავს დროსა და ადგილს კომენტარისთვის. შემდეგ, არც პირველი პრეზიდენტი დამიმხია - მთელი ედეპეს ხელმძღვანელობა ციხეში იჯდა, როდესაც მისივე პრემიერმა და მისივე გვარდიის ხელმძღვანელმა შეიარაღებული ამბოხი წამოიწყეს. ესეც ტყუილია. შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიის იმდროინდელი შემადგენლობა წაიკითხე და, თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხებოდა ამ საქმეში, იმათ უდიდეს უმრავლესობას იქ აღმოაჩენ. აქაც ტყუის, რომ მე დავწერე პროექტი მარტომ. შემდეგ, სააკაშვილის დროს მეკავა აპოლიტიკური თანამდებობა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე, პრეზიდენტის სურათი კი ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა და ამ სურათს ელჩები არ კიდებდნენ, აქაც ტყუილზე აგებ ყველაფერს. და ბოლოს, მე არა ვარ ის პერსონა, ვისაც მან პრობლემები შეუქმნა, პირველ რიგში, თავისი საქციელით და ესეც კარგად იცით, ალბათ, ვისაც შეუქმნა. ახლაც კარგად იცით, რომ ამ გუნდს ერჩით და არა მე პერსონალურად, და არც პრემიერს ერჩით მხოლოდ. მე პიროვნულად არაფერი მქონდა მასთან დასაპირისპირებლად, თქვენ ხდით პიროვნულს. კი ბატონო, თუ ასე გინდათ, იყოს. დანარჩენი - ბრმა არავინ არის და არც ყრუ, იცის ხალხმა, ვის რა აღმოუჩინეს, რას აკეთებდა და როგორ. მე აღარ გავაგრძელებ, თუ ისევ არ დაიწყებთ უსაფუძვლო გაღმა შედავებას“, - წერს შარმანაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788875477

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს

განათლების რეფორმა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთ...

ირაკლი კობახიძე

1788874760

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციაში ერთმანეთს ებრძვიან, ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ, ისღა დაგვრჩენია, პოპკორნით თვალი ვადევნოთ, რასაც ერთმანეთს ეუბნებიან

გვარამიას მთავარი ამოცანა იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოეშორებინა, ეჩვენებინა, ისინი უპერსპექტივოები არიან და ფინანსური დახმარება ჩვენზე მომართეთო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თე...

თენგიზ შარმანაშვილი

1788874573

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები

იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს...

ირაკლი კობახიძე

1788874444

ახალი ამბები

ისლანდიის პრემიერი ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე: ეს ისლანდიელების, კანადელების და გრენლანდიელების შეურაცხყოფაა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კრისტრუნ ფროსტადოტირი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკას გამოეხმაურა, სადაც კანადა და გრენლანდია აშშ-ის ტერიტორიად არის მონიშნული. ისლანდიის პრემიერის თქმით, ტრამპი...

ისლანდიის პრემიერი

1788874290

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, შეადგინა 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო

ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვ...

ირაკლი კობახიძე