ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე: შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს დღის წესრიგის შექმნის საშუალება მიეცათ
„შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს მიეცათ დღის წესრიგის შექმნის საშუალება“, - ასე აფასებს ნინო წილოსანი „დღის ქრონიკაში“ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილმა წერილებით რადიკალებს სალაპარაკო მასალა ჩაუგდო.
„ძალიან მიჭირს ვისაუბრო ჩემ ყოფილ თანაგუნდელზე, რომლის წერილებზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, თუმცა, ერთ შეფასებას გავაკეთებ: ბოლო პერიოდში, ქართულ რეალობაში კარგად დამკვიდრდა, რომ ყველა, ვინც დანაშაულის გამო სასჯელს იხდის, პოლიტიკური პატიმარი უწოდონ, პოლიტიზირება მოახდინონ კონკრეტული საქმეების და ამაში გარკვეული მოგებიანობა ნახონ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიდან და ჩვენი ყველაზე რადიკალური ოპონენტებიდან მოყოლებული, ჩვენ ვიცით, რომ მათი ყველაზე ეფექტურად გამოყენებადი ინსტრუმენტი იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ვითომ დაანონსება და ამ სახელის დარქმევა.
სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებში ზუსტად ეს ხაზია გატარებული, რომ ეს საქმე არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური, თუმცა მე მიჭირს ამ საქმეს პოლიტიკურ ვუწოდო იქიდან გამომდინარე, რომ მას თავად აქვს აღიარებული ის ბრალი, რაზეც ის სასჯელს იხდის. თუ არ ეთანხმებოდა ალბათ მას ყველაზე მეტად ჰქონდა იმის საშუალება, რომ ამაზე თავი ემართლებინა.
მისი წერილების შემდეგ თუ გადავხედავთ, რა შეიცვალა და რა მივიღეთ, ვნახავთ რომ მთელი ჩვენი რადიკალი ოპონენტების და მათი ტელევიზიების საინფორმაციო ბადე ამ წერილებითაა შევსებული. ფაქტია, რომ მხოლოდ ამ რადიკალებს ჩაუგდო სალაპარაკო მასალა“, - აღნიშნა წილოსანმა.
1788875477
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს
განათლების რეფორმა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთ...
1788874760
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციაში ერთმანეთს ებრძვიან, ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ, ისღა დაგვრჩენია, პოპკორნით თვალი ვადევნოთ, რასაც ერთმანეთს ეუბნებიან
გვარამიას მთავარი ამოცანა იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოეშორებინა, ეჩვენებინა, ისინი უპერსპექტივოები არიან და ფინანსური დახმარება ჩვენზე მომართეთო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თე...
1788874573
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები
იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს...
1788874444
ახალი ამბებიისლანდიის პრემიერი ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე: ეს ისლანდიელების, კანადელების და გრენლანდიელების შეურაცხყოფაა
ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კრისტრუნ ფროსტადოტირი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკას გამოეხმაურა, სადაც კანადა და გრენლანდია აშშ-ის ტერიტორიად არის მონიშნული. ისლანდიის პრემიერის თქმით, ტრამპი...
1788874290
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, შეადგინა 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო
ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვ...




























