გივი მიქანაძე: ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში - წიგნების კონცეფცია სრულად იცვლება, ყდებზე იქნება დატანილი ეროვნული ღირებულებების მატარებელი სიმბოლოები
„ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ეს კარგად ჩანს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ დოკუმენტში. სახელმძღვანელოების რეფორმა ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია - 2028 წლის 15 სექტემბრამდე ჩვენ ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული და STEM მიმართულების საგნებში სრულიად ახალი
სახელმძღვანელოები გვექნება“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ერთი და იგივე სახელმძღვანელო იქნება ერთსა და იმავე საფეხურსა და საგანში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროცესში არიან ჩართულნი მართლაც წამყვანი სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი დარგების მიხედვით. შედეგად, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველკლასელებს, მე-7 კლასელებსა და მე-10 კლასელებს ექნებათ უკვე ახალი სახელმძღვანელოები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცეფცია სრულად იცვლება. წიგნების ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ - ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი
ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. უკანა ყდაზე კი ამ პროცესის აღწერა იქნება განთავსებული.
ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება - კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. იგივე კონცეფცია გავრცელდება სხვა წიგნებზე.
სახელმძღვანელოებში შევიტანეთ 500-ზე მეტი სრულიად ახალი ილუსტრაცია, რომელიც არასოდეს ყოფილა წიგნებში და რომელიც შეეხება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს
იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რა საგანძური აქვს ჩვენს სამშობლოს”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, სახელმძღვანელოების საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა, სწორედ ამის შესაბამისად, სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები.
„მშობლებთან შეხვედრებზე საუბრისას ყველა ამბობდა, რომ უკმაყოფილოა სახელმძღვანელოებით, რადგან ხედავს - ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში, იგივე საგანში, იგივე საფეხურზე, მოსწავლეს აბსოლუტურად სხვა სახელმძღვანელო ხვდება. სხვა მეთოდოლოგიით სწავლება კი იწვევს ბავშვში დაბნეულობას და მისი სწავლის შედეგიანობა ძალიან მცირდება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით და მჯერა ძალიან მალე დავინახავთ შედეგს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
1782851815
საზოგადოებაგივი მიქანაძე: განათლების რეფორმის პარალელურად, მისი სამართლებრივი გაძლიერების თვალსაზრისით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს
სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადებაზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს, რადგან დღეს სწორედ ეს შვიდი კანონი არეგული...
1782850867
საზოგადოებაგივი მიქანაძე: მინდა, თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვო წარმატება და სრული პასუხისმგებლობით დავპირდე, რომ მათ ექნებათ თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობა
მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, რომ აბიტურიენტებს ექნებათ თავიანთი ცოდნის რეალიზების შესაძლებლობა, ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რათა მშვიდ, მყუდრო გარემოში შეასრულონ ამოცანები, რომლ...
1782850214
საზოგადოებაგივი მიქანაძე: სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის, დღეს კომპანიამ უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა, რომელთაც უკვე გავლილი აქვთ საერთაშორისო ხარისხის კონტროლი
სამი თვის წინ დავიწყე პროექტი „მინისტრის შეხვედრა მშობლებთან“ და დაახლოებით 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიყავი, სადაც თითო შეხვედრას დაახლოებით 300 მშობელი ესწრებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში არ...
1782848653
სპორტინორვეგიამ კოტ-დ’ივუარი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ნორვეგიის ეროვნულმა ნაკრებმა 1/16 ფინალში კოტ-დ’ივუარის გუნდი დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. დალასში გამართული დაძა...
1782845646
სპორტიმარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ტომლიანოვიჩი 3 სეტში დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის მეორე წრეში გავიდა.



























