ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
2026 წლის 1-ელ ივლისს ირლანდიამ კვიპროსისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა.
ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება.
„ჩვენ ვალდებულნი ვართ, კარგად შევასრულოთ ჩვენი საქმე ევროკავშირისა და მისი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ვადის განმავლობაში ვიმუშავებთ, რათა კავშირი უფრო აყვავებული და უსაფრთხო გავხადოთ და დავიცვათ ჩვენი საერთო, ფუნდამენტური ღირებულებები“, - განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მიხაელ მარტინმა.
თავისი თავმჯდომარეობის დროს ირლანდია იღებს ვალდებულებას, იმუშაოს „ერთიანი ევროპის, ერთიანი ბაზრის საგზაო რუკის“ განხორციელების მიმართულებით, რომელიც განსაზღვრავს ნაბიჯებს, რომლებიც ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა გადადგას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის რეგულაციების გამარტივება, ერთიანი ბაზრის გაღრმავება, სამართლიანი და ღია ვაჭრობის დაცვა, ენერგიის ფასების შემცირება და ეკონომიკის დეკარბონიზაცია, ასევე, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა ყველას სასარგებლოდ.
„ეს ირლანდიის თავმჯდომარეობისთვის ნამდვილი პრიორიტეტი იქნება და ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ წევრ სახელმწიფოებთან, ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან, რათა მივაღწიოთ რაც შეიძლება მეტ პროგრესს“, - დასძინა მარტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირი უკრაინისთვის ურყევი მხარდაჭერის გაწევას გააგრძელებს.
ირლანდია ასევე იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მეტი კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
1782885769
ახალი ამბებიცოტნე ივანიშვილი მოქალაქეს: საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არაღიარება, სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ, უპრობლემოდ შეგიძლია კომენტარის დაწერა, კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ
თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია, - ამ სიტყვებით უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეოზე კომენტარი დაწე...
1782883061
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში - წიგნების კონცეფცია სრულად იცვლება, ყდებზე იქნება დატანილი ეროვნული ღირებულებების მატარებელი სიმბოლოები
„ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ეს კარგად ჩანს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ დოკუმენტში. სახელმძღვანელოების რეფორ...
1782881405
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც უნალექო დღეა. დღი...
1782851815
საზოგადოებაგივი მიქანაძე: განათლების რეფორმის პარალელურად, მისი სამართლებრივი გაძლიერების თვალსაზრისით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს
სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადებაზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს, რადგან დღეს სწორედ ეს შვიდი კანონი არეგული...
1782850867
საზოგადოებაგივი მიქანაძე: მინდა, თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვო წარმატება და სრული პასუხისმგებლობით დავპირდე, რომ მათ ექნებათ თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობა
მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, რომ აბიტურიენტებს ექნებათ თავიანთი ცოდნის რეალიზების შესაძლებლობა, ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რათა მშვიდ, მყუდრო გარემოში შეასრულონ ამოცანები, რომლ...




























