WSJ: დონალდ ტრამპმა ირანთან სრულმასშტაბიან ომში დაბრუნება განიხილა, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკებების გაგრძელება გადაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სრულმასშტაბიან ომში დაბრუნება განიხილა, ბოლო დღეებში თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, გენერალ დენ კეინთან ახალი დარტყმების შესახებ საუბრები გამართა, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკებების გაგრძელება გადაწყვიტა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.

როგორც გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, დისკუსიები ფოკუსირებული იყო იმაზე, უნდა შეეწყვიტა, თუ არა აშშ-ს მოლაპარაკებები და განეახლებინა სრულმასშტაბიანი თავდასხმები ირანზე - ნაბიჯი, რომელსაც ზოგიერთი მათგანი აღწერს, როგორც „საქმის ბოლომდე მიყვანას“.

გამოცემის ცნობით, დიპლომატიურმა ჩიხმა ტრამპი აიძულა, ალტერნატიული ქმედებები განეხილა და ახალი იდეებისთვის თავის თანაშემწეებს მიმართა. ჰეგსეთმა და კეინმა შესთავაზეს ირანის სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური ავიაიერიშების განახლების ვარიანტები, აცხადებენ წყაროები.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ, მისი აზრით, სრულმასშტაბიანი თავდასხმების კიდევ ერთმა რაუნდმა შესაძლოა, ჩაშალოს დიპლომატიური ძალისხმევა და შეამციროს ვაშინგტონის შანსები, საბოლოოდ დაასრულოს ირანის ბირთვული პროგრამა.

ოფიციალური პირების თქმით, ტრამპმა თანაშემწეებს ასევე განუცხადა, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს, გააგრძელოს თეირანთან მოლაპარაკებები, ბირთვული შეთანხმებისთვის 18 აგვისტოს დადგენილი ვადის გასვლის შემდეგაც კი.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კმაყოფილია იმით, რომ ირანის წინააღმდეგ ერთჯერადი დარტყმების განხორციელების განკარგულება გასცა, როდესაც მან დაარღვია „ურთიერთგაგების მემორანდუმი“, რის გამოც გასულ შაბათ-კვირის მხარეებს შორის საომარი მოქმედებები განახლდა.

როგორც გამოცემა წერს, ბოლო დროს პენტაგონში გამართული დისკუსიები მიუთითებს, რომ ტრამპი თეირანთან ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავალს ეძებს და საომარი მოქმედებების განახლებას ჯერჯერობით არ გამორიცხავს. ზოგიერთი ოფიციალური პირი აღიარებს, რომ კონფლიქტის განახლება ირანთან ფართოდ რეკლამირებული შეთანხმების ჩავარდნის ჩუმი აღიარება იქნებოდა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტრამპი ყოველთვის დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას და რომ ირანელებისთვის გონივრული იქნება, თუ შეერთებულ შტატებთან ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782887670

საზოგადოება

6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 6 თვეში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გ...

წყალსაცავებიდან ამოღებულია

1782885769

ახალი ამბები

ცოტნე ივანიშვილი მოქალაქეს: საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არაღიარება, სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ, უპრობლემოდ შეგიძლია კომენტარის დაწერა, კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ

თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია, - ამ სიტყვებით უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეოზე კომენტარი დაწე...

ცოტნე ივანიშვილი

1782885483

მსოფლიო

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

2026 წლის 1-ელ ივლისს ირლანდიამ კვიპროსისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა. ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ი...

ირლანდია

1782883061

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში - წიგნების კონცეფცია სრულად იცვლება, ყდებზე იქნება დატანილი ეროვნული ღირებულებების მატარებელი სიმბოლოები

„ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ეს კარგად ჩანს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ დოკუმენტში.  სახელმძღვანელოების რეფორ...

გივი მიქანაძე

1782881405

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც უნალექო დღეა. დღი...

ამინდი - ამინდი