ცოტნე ივანიშვილი მოქალაქეს: საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არაღიარება, სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ, უპრობლემოდ შეგიძლია კომენტარის დაწერა, კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ
თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია, - ამ სიტყვებით უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეოზე კომენტარი დაწერა და ხალხს პრეტენზიით მიმართა, რატომ არავინ ეწინააღმდეგება ცოტნეს აზრს.
მოქალაქე ლაშა ტრაპაიძე წერს, რომ ქათინაური და ღლაბუცია საქართველოს დამღუპველი.
„როგორ არავინ არ ეწინააღმდეგებით, ეგრე რამ შეგაშინათ? ტყუილიც რომ თქვას, მაინც გაავსებთ ქათინაურებით. აი, ეგ ქათინაური და ღლაბუცია საქართველოს დამღუპველი. პირიქით, შეუსწორეთ, არ დაეთანხმოთ, საღი აზრი გამოატანინეთ ახალგაზრდას, მაგასაც ნუ დაღუპავთ“, - აღნიშნავს ტრაპაიძე.
თავის მხრივ, ცოტნე ივანიშვილი ტრაპაიძეს დისკუსიას სთავაზობს და, ამასთან, მიუთითებს, რომ მასაც უპრობლემოდ შეუძლია აზრის დაფიქსირება.
„ლაშა, მოგესალმები. პირველ რიგში, მინდა, გთხოვო, რომ ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია. საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არაღიარება, ხარვეზის ვერ დანახვა და შეცდომის არ შესწორება, მაგრამ სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ, რომ უპრობლემოდ შეგიძლია აქ კომენტარის დაწერა. ამიტომ მე პირადად მაინტერესებს შენგან, კონკრეტულად რაში არ მეთანხმები, რომელი პოზიციაა მიუღებელი შენთვის და ასევე, კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ. ვიკამათოთ, დისკუსიაში შევიდეთ ერთმანეთთან, მხოლოდ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ და მორალის კითხვას ნუ დაუწყებ ადამიანებს მათი პოზიციის გამო“, - წერს ცოტნე ივანიშვილი.
1782885483
მსოფლიოირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
2026 წლის 1-ელ ივლისს ირლანდიამ კვიპროსისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა. ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ი...
1782883061
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში - წიგნების კონცეფცია სრულად იცვლება, ყდებზე იქნება დატანილი ეროვნული ღირებულებების მატარებელი სიმბოლოები
„ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ეს კარგად ჩანს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ დოკუმენტში. სახელმძღვანელოების რეფორ...
1782881405
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც უნალექო დღეა. დღი...
1782851815
საზოგადოებაგივი მიქანაძე: განათლების რეფორმის პარალელურად, მისი სამართლებრივი გაძლიერების თვალსაზრისით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს
სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადებაზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს, რადგან დღეს სწორედ ეს შვიდი კანონი არეგული...
1782850867
საზოგადოებაგივი მიქანაძე: მინდა, თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვო წარმატება და სრული პასუხისმგებლობით დავპირდე, რომ მათ ექნებათ თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობა
მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, რომ აბიტურიენტებს ექნებათ თავიანთი ცოდნის რეალიზების შესაძლებლობა, ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რათა მშვიდ, მყუდრო გარემოში შეასრულონ ამოცანები, რომლ...




























