თორნიკე ჭეიშვილი ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებაზე, დაძმობილებულ თბილისთან ურთიერთობა გაწყვიტოს: ეს არის უსუსური მცდელობა, გარკვეული ანგარიშსწორება მოახდინონ საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, ქართველ ხალხთან
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი აფასებს გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, 50 წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტოს.
„ნამდვილად სასაცილო გვექნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გარკვეული ანგარიშსწორება მოახდინონ ასეთი ქმედებით საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, ქართველ ხალხთან. თუმცა, სერიოზულად ამის მიღება და აღქმა რა თქმა უნდა, ძალიან რთულია“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
„დაუჯერებელია, რომ დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსების გამო კი გერმანია პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად იცლიან და „გადამჭრელ ზომებს“ იღებენ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს...,“ - დაწერა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში.
1779210263
ახალი ამბებისაქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს....
1779208441
ახალი ამბებიბექა ძამაშვილი: სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან
„ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან...
1779207562
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით
„ბაქოსთან ყოველდღიური სარკინიგზო კავშირის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენმა მოსახლეობამ სერვისით სრულფასოვნად ისარგებლოს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს რ...
1779207524
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს და ჩინეთთან თუ ცენტრალურ აზიასთან ტვირთბრუნვას გაცილებით ოპერატიულსა და მოქნილს გახდის
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო სექტორში ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილის...
1779206259
ახალი ამბებისაქართველოს საპატრიარქო შიო მესამისა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლ...































