„თავისუფლების მოედნის“ წევრი თამარ გამყრელიძე კოპენჰაგენის აქციაზე: პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა
„ასეთი ღია წერილები არის გათვლილი შიდა აუდიტორიისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში... როდესაც „ოცნებას“ კოპენჰაგენის მაგალითი მოჰყავს, ყველამ კარგად იცის, რომ პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა, მთავარია, აქ დაცული იყოს ძალის გამოყენების პროპორციულობა“, - განაცხადა „თავისუფლების მოედნის“ ეროვნული საბჭოს წევრმა თამარ გამყრელიძემ რადიო „სივრცის“ ეთერში.
„დანია ე.წ. დემოკრატიული ინდექსებით მე-7 ადგილზეა და საქართველო 94-ე ადგილზე. თუ მოხდა ძალის გადაჭარბება, იქ არსებობს სასამართლო სტრუქტურა და სხვადასხვა ინსტიტუტები, ამაზე მოახდენენ რეაგირებას, სადაც ადამიანს შეუძ₾ია დაიცვას საკუთარი უფლებები, რაც საქართველოში არ არსებობს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ძალადობრივი მეთოდების გამოყენება არასასიამოვნოა და ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე იქნება ამ პოზიციაზე, რომ მსგავსი ძალა არ იყოს გამოყენებული და რაც შეიძლება მეტად ჰქონდეს სახელმწიფოს შეზღუდული მსგავსი ფუნქციები. თუმცა, მსგავსი მეთოდების გამოყენება არ არის უცხო, ყველა ქვეყანა იყენებს ამ მეთოდებს. განსხვავება იმაშია, შემდგომ, თუ როგორ ხდება ამ დარბევაზე რეაგირება. თუ არის დემოკრატიული ქვეყანა, ორიენტირებულია მოქალაქეებზე - შემდეგ აქვთ მოქალაქეებს შესაძლებლობა ამისი განხილვა მოხდეს და შესაბამისი ზომების მიღება. ეს ისეთი ძალადობრივი სტრუქტურებია, პოლიცია თუ სხვა რამ, შესაძლოა მოხდეს გადაჭარბება - აშშ იქნება თუ სხვაგან. ცნობილი ფაქტია, ამაზე მუდმივად მიდის მუშაობა. მთავარია არსებობდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომელიც შემაკავებელ და დამაბალანსებელ ფუნქციას შეასრულებენ, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა თამარ გამყრელიძემ.
შეკითხვაზე, განსხვავდება თუ არა აქციის დაშლის მეთოდები დანიასა და საქართველოში - თამარ გამყრელიძის თქმით, ყველა სახელმწიფოს აქვს აქციის დაშლის სხვადასხვა მეთოდები.
„ის მეთოდები რომელიც გამოიყენება, წყლის ჭავლი თუ სხვა მეთოდები დაშლის - ყველა სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა მეთოდი, რომელსაც მოიაზრებს ისევ თავისი უსაფრთხოებისთვის, თუ მოხდა ესკალაცია... მაგრამ სახელმწიფოს უნდა ეშინოდეს, რომ გადააჭარბოს თავისი უფლებამოსილება და უნდა ეშინოდეს გადააჭარბოს პროპორციას ამ მეთოდის გამოყენების. თუ იცის, რომ დადგება მისი პასუხისმგებლობა, თუ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ძალას გადააჭარბა, მაშინ აირჩევს სიფრთხილეს.
ეცდება, რომ ნაკლებ დამაზიანებელი მეთოდი გამოიყენოს. სახელმწიფოს აქვს უფლება ფაქტის პროპორციულად მიიღოს გადაწყვეტილება აქციის დაშლის. საქართველოშიც არსებობს აქციის დაშლის უფლება, თუმცა უნდა იყოს პროპორციულობა დაცული და არსებობდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და თუ მოხდა გადაცდომა... მაგალითად, საქართველოში ვიცით, რომ ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს - საკმაოდ სანდო გამოძიება იყო „ბიბისის“ მიერ. გამოძიებაში იყო ექიმების კვლევა, რომელიც შეიძლებოდა გარკვეულ მტკიცებულებადაც გამოგვეყენებინა და ადამიანები, რომლებიც ამის შესახებ ჰყვებიან. შემდეგ ამის გამოძიება უნდა ხდებოდეს, ეს მძიმე ბრალდებაა, რომელიც ცდება საქართველოს ფარგლებს. როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც არის დაშვებული და რაღაც არ არის, სწორედ ქიმიური ნივთიერების გამოყენება არ არის დაშვებული“, - ამბობს თამარ გამყრელიძე.
1779206259
ახალი ამბებისაქართველოს საპატრიარქო შიო მესამისა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლ...
1779206181
მსოფლიოMeta დაახლოებით 8000 თანამშრომელს გაათავისუფლებს - Bloomberg
კომპანია Meta Platforms-მა თანამშრომლებს აცნობა, რომ დაახლოებით 8000 ადამიანის შემცირებას გეგმავს, კიდევ 7000 თანამშრომელს უფრო მცირე გუნდებში გადაიყვანენ — ახალ პოზიციებზე, რომლებიც ხელოვნურ ინტელექ...
1779205177
ახალი ამბებითეა ახვლედიანი ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებ...
1779204267
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით
„ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...
1779202297
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: Routes Europe 2026-ზე მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან ახალი ავიარეისებისა და სიხშირეების ზრდაზე აქტიურ მოლაპარაკებებს ვმართავთ
საავიაციო ფორუმ Routes Europe 2026-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაერთიანება მეორე დღეა პარტნიორ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან აქტიურ შეხვედრებს მა...































