გივი მიქანაძე: პირველ ეტაპზე 15 სექტემბრისთვის ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში უკვე შემოვა დამზადებული ფორმები, რომლებითაც დანარჩენი 5 კლასი - მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება უზრუნველყოფილი
ახალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილები. განათლების მინისტრის განცხადებით, ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა ჩინური კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. ეს კომპანია სასკოლო ფორმებს საქართველოში სამ ეტაპად გამოაგზავნის. ის ოჯახები, რომელთა სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 65 000 ან ნაკლები ქულით არის შეფასებული, ფორმას უფასოდ მიიღებენ.
„პირველ ეტაპზე, 15 სექტემბრისთვის ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით. ხოლო ეტაპობრივად, პირველი სემესტრის განმავლობაში - ოქტომბერსა და ნოემბრის ბოლოს უკვე შემოვა დამზადებული ფორმები, რომლებითაც დანარჩენი 5 კლასი - მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმებით.
უახლოეს დღეებში ჩვენ საბოლოოდ განვსაზღვრავთ ფასს სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ძალიან კონკურენტუნარიანი იმ ფასთან, რაც კერძო სკოლებშია. ამასთანავე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბევრად ბიუჯეტური იქნება, ვიდრე მშობელს უჯდება ყოველი წლის განმავლობაში სკოლისთვის ბავშვის შესაბამისი ჩაცმულობით უზრუნველყოფა“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
„საწარმოო პროცესის თითოეულ ეტაპზე ხარისხის მკაცრ კონტროლს ვახორციელებთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თითოეული დამზადებული სამოსის უმაღლესი ხარისხი. იმედი გვაქვს წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა ქარხნის დირექტორმა ჰუანგ სუისუიმ.
1784648598
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს. „ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ. ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმ...
1784648012
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია...
1784644473
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საქართველოს ჰქონდა ფუნქცია, რომ ერთგვარად პროქსი სახელმწიფოდ ექციათ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში, აქედან გამომდინარე იყო გარკვეული პოლიტიკური ხმაური, რეზოლუციები, ორმაგი სტანდარტი, უსამართლო ცილისწამება
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და ფუნქციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკ...
1784643785
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: თელავში დასასრულს უახლოვდება ღვარცოფის შედეგად წარმოქმნილი შედეგების ლიკვიდაცია, თუმცა ამით პროცესი არ დასრულდება, მთავრობისგან გვაქვს დავალება, რომ დაზიანებული არხი მთლიანად მოწესრიგდეს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბოლო პერიოდში რეგიონებში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა განმარტა რა ეტაპზეა თელა...
1784643578
ახალი ამბებილევან მახაშვილი: გერმანია-საქართველოს ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავიდა - ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური იმპულსი წამოვიდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმან...































