პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, შპს ,,ზეკარის წყაროების“ წარმომადგენლებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას და დიდი ოდენობით თანხის გადაცემას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილის დათმობა მოითხოვა. ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა სხვა დაზარალებულისგან მოტყუებით დაუფლებული თანხიდან, ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება.
შემდეგ კი თითქოსდა საწარმოსთვის დამატებითი კრედიტის მისაღებად, საწარმოს პარტნიორებს მისთვის 100%-იანი წილის გადაფორმება და სრული განკარგვის უფლების გადაცემა მოსთხოვა, ხოლო საწარმოო პროცესის გამართვის შემდეგ პარტნიორების ნაწილს 20-20%-იანი წილის დაბრუნებას დაჰპირდა.
აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა პარტნიორებისგან კომპანიის 100 %-იანი წილი თავის დედაზე გადააფორმა, თუმცა საწარმოს სასესხო ვალდებულებები არ დაფარა, პარტნიორებს არ გადასცა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა და მოტყუებით მიიღო ქონებრივი უფლება შპს „ზეკარის წყაროების“ 100 %-იან წილზე. ამასთანავე, თაღლითურად დაეუფლა ე.წ. ბიზნესპარტნიორის მიერ გადაცემულ დიდი ოდენობით თანხას, რომელსაც საწარმოს წილში შეყვანას ჰპირდებოდა.
აღნიშნული ქმედების შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 554 345 ლარის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 162 925 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1784648598
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს. „ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ. ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმ...
1784646716
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: პირველ ეტაპზე 15 სექტემბრისთვის ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში უკვე შემოვა დამზადებული ფორმები, რომლებითაც დანარჩენი 5 კლასი - მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება უზრუნველყოფილი
ახალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილები. განათლების მინისტრის განცხადებით, ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა ჩინური კომპა...
1784644473
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საქართველოს ჰქონდა ფუნქცია, რომ ერთგვარად პროქსი სახელმწიფოდ ექციათ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში, აქედან გამომდინარე იყო გარკვეული პოლიტიკური ხმაური, რეზოლუციები, ორმაგი სტანდარტი, უსამართლო ცილისწამება
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და ფუნქციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკ...
1784643785
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: თელავში დასასრულს უახლოვდება ღვარცოფის შედეგად წარმოქმნილი შედეგების ლიკვიდაცია, თუმცა ამით პროცესი არ დასრულდება, მთავრობისგან გვაქვს დავალება, რომ დაზიანებული არხი მთლიანად მოწესრიგდეს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბოლო პერიოდში რეგიონებში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა განმარტა რა ეტაპზეა თელა...
1784643578
ახალი ამბებილევან მახაშვილი: გერმანია-საქართველოს ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავიდა - ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური იმპულსი წამოვიდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმან...































