საქართველოს კულტურის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო კულტურის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელებისა და საქართველოში თურქეთის კულტურის დღეების ჩატარების საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი ზეინეფ ნაზ ერდინჩი.
1784650431
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყა...
1784648598
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს. „ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ. ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმ...
1784648012
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია...
1784646716
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: პირველ ეტაპზე 15 სექტემბრისთვის ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში უკვე შემოვა დამზადებული ფორმები, რომლებითაც დანარჩენი 5 კლასი - მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება უზრუნველყოფილი
ახალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილები. განათლების მინისტრის განცხადებით, ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა ჩინური კომპა...
1784644473
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საქართველოს ჰქონდა ფუნქცია, რომ ერთგვარად პროქსი სახელმწიფოდ ექციათ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში, აქედან გამომდინარე იყო გარკვეული პოლიტიკური ხმაური, რეზოლუციები, ორმაგი სტანდარტი, უსამართლო ცილისწამება
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და ფუნქციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკ...































