მაია ბითაძე ბოკუჩავას ტყუილზე: ეუთოს დასჯას ირიბად გარე ძალები და მათ შორის საქართველოს უკვე დივერსანტი მოქალაქეები ცდილობენ იმისთვის, რომ მათ შავზე თეთრი არ თქვეს და თქვეს, რომ 2024 წელს არჩევნები საქართველოში შედგა
ეუთოს დასჯას ირიბად გარე ძალები და მათ შორის საქართველოს უკვე დივერსანტი მოქალაქეები ცდილობენ იმისთვის, რომ მათ შავზე თეთრი არ თქვეს და თქვეს, რომ 2024 წელს არჩევნები საქართველოში შედგა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „იმედის კვირასთან“.
დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ტყუილს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ევროპის სახალხო პარტიამ“ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო.
„ჩვენ ვნახეთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იმუშავეს, ან არ იმუშავეს, რადგან შედეგს ვერ მიაღწიეს, რადგან საქართველოსთან მიმართებით განცხადებები არ გაკეთებულა. ევროპის სახალხო პარტიის მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაასაღეს ეუთოს რეზოლუციად. ეს ბუნებრივია, აღშფოთების საგანი იყო მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობისთვის. პასუხი ქართულ მხარეს ოფიციალურად გაეცა, რომ არანაირი რეზოლუცია არ ყოფილა მიღებული.
ეს არის ისეთი მასშტაბის ტყუილი, რომელიც ნაპატიები ნამდვილად არ იქნება ეუთოს მხრიდან. ეუთოს დასჯას ირიბად გარე ძალები და მათ შორის საქართველოს უკვე დივერსანტი მოქალაქეები ცდილობენ იმისთვის, რომ მათ შავზე თეთრი არ თქვეს და თქვეს, რომ 2024 წელს არჩევნები საქართველოში შედგა. ალბათ ეს არის მთავარი გამომწვევი მიზეზი, რომ ეუთოზე თავდასხმა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ბითაძემ.
თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი ამტკიცებდნენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ კრიტიკული შინაარსის არის. „ნაცმოძრაობის“ ტყუილი მალევე გამჟღავნდა.
„ქრონიკის“ კითხვის პასუხად, ეუთოს სპიკერი ადასტურებს, რომ თინა ბოკუჩავამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ეუთომ საქართველოს წინააღმდეგ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო: გავრცელებული ცნობა, რომ ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სიცრუეა.
1763904716
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით
„ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით. იგეგმება მასშტაბური პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გატარ...
1763904647
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება
ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. ორივე არჩევანი არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი უკრაინა...
1763904556
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი შუა დერეფანზე: როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში, ასე რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ წამოწყებას
„როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა ჰკითხა, რას უპასუხებს კრიტ...
1763902539
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია: ნაცლიბერალური სექტა, გიორგობის ნაცვლად, დღეს ვარდების რევოლუციას აღნიშნავს და მერე გაიკვირვებენ, უსამშობლოები რატომ ვართო
კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ლიბერალების გამოხმაურებებს აფასებს და წერს, რომ ისინი გიორგობის ნაცვლად ვარდების რევოლუციას აღნიშნავენ და უკვირთ, უსამშობლოებს რატომ ეძ...
1763901178
ახალი ამბებიზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ხანძარს 92 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარზე გამოძიება ს...


























