ირაკლი ქადაგიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე ოპოზიციის განცხადებებზე: წავიდნენ ყველაზე უფრო უხეში გზით, რომ ადამიანებში გააღვიძონ ერთგვარი ულტრა ნაციონალური გრძნობები და თქვან, რომ ეს არის არაბიზაციის პროცესის დასაწყისი საქართველოში

წავიდნენ ყველაზე უფრო უხეში გზით, რომ ადამიანებში გააღვიძონ ერთგვარი ულტრა ნაციონალური გრძნობები და თქვან, რომ ეს არის არაბიზაციის პროცესის დასაწყისი საქართველოში, - აცხადებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „იმედის კვირასთან“.

დეპუტატი ეხმიანება „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომ მას აქვს ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება მეჩეთების მშენებლობა.

მისი თქმით, ინვესტიციას მოაქვს კეთილდღეობა, თან ეს ინვესტიცია თუ სწორადაა დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, მიზანი სწორედ ეს არის, რომ რამენაირად ჩაშალონ ინვესტიცია და ამას შემდგომში ეკონომიკური განვითარების შეფერხება მოჰყვეს.

„ეს [ინვესტიციები] იწვევს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ამას მოჰყვება ეკონომიკური, სოციალური პირობების გაუმჯობესება, უმუშევრობის შემცირება, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ეს ყველაფერი სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიციისთვის არის მიუღებელი, რადგან რევოლუციას სჭირდება შიმშილი. ინვესტიციას მოაქვს კეთილდღეობა, თან ეს ინვესტიცია თუ სწორადაა დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, მიზანი სწორედ ეს არის, რომ რამენაირად ჩაშალონ ინვესტიცია და ამას შემდგომში ეკონომიკური განვითარების შეფერხება მოჰყვეს.

წავიდნენ ყველაზე უფრო უხეში გზით, რომ ადამიანებში გააღვიძონ ერთგვარი ულტრა ნაციონალური გრძნობები და თქვან, რომ ეს არის არაბიზაციის პროცესის დასაწყისი საქართველოში. „ლელოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც კი თქვა, რომ მეჩეთები უნდათ ააშენონო. უნდათ, კიდევ უფრო დაამძიმონ ადამიანების აღქმაში ეს პროექტი. ამიტომ მიდიან უკიდურეს, ბნელ პროპაგანდაზე. ვინც იცის რა რაოდენობის მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოში, ის ადამიანი დაინახავს, რომ ის რაოდენობა საცხოვრებელი ფართისა, რაც ამ პროექტის განხორციელებისას სამი-ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს, რაიმე სერიოზულ ზეგავლენას აბსოლუტურად ვერ მოახდენს ჩვენს ქვეყანაში რაიმე დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763904647

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება

ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. ორივე არჩევანი არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი უკრაინა...

შალვა პაპუაშვილი

1763904556

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი შუა დერეფანზე: როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში, ასე რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ წამოწყებას

„როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა ჰკითხა, რას უპასუხებს კრიტ...

შალვა პაპუაშვილი

1763902539

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: ნაცლიბერალური სექტა, გიორგობის ნაცვლად, დღეს ვარდების რევოლუციას აღნიშნავს და მერე გაიკვირვებენ, უსამშობლოები რატომ ვართო

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ლიბერალების გამოხმაურებებს აფასებს და წერს, რომ ისინი გიორგობის ნაცვლად ვარდების რევოლუციას აღნიშნავენ და უკვირთ, უსამშობლოებს რატომ ეძ...

ბაჩო ოდიშარია.  

1763901178

ახალი ამბები

ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ხანძარს 92 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარზე გამოძიება ს...

ხანძარი ბათუმში

1763898754

საზოგადოება

ჭეიშვილი: სამწუხაროდ, გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ხდება მათი გამოყენება დანაშაულებრივ საქმიანობაში

„გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც სამწუხაროდ გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ხდება მათი ჩართვა, გა...

თორნიკე ჭეიშვილი