გივი მიქანაძე: ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის საკითხები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, აუცილებლად გასატარებელია და მის შედეგს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ის საკითხები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, აუცილებლად გასატარებელია და მის შედეგს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების პოზიციები მომესმინა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩემგან შეთავაზებული ყოფილიყო კონკრეტული წინადადება, იმ პროცესებთან მიმართებით, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას უკავშირდება.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტმა განიხილა და მიიღო კონცეფციის დოკუმენტიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ უკვე ხელმოწერილია. ერთ-ერთი ნორმა, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებას ითვალისწინებს, რაც მინისტრის მიერ დროებითი საბჭოს დანიშვნას და დაკომპლექტებას გულისხმობს. საბჭოში, პარიტეტული წესით, ორივე უნივერსიტეტი თანაბარი უფლებამოსილებით იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს შემადგენლობაში შემავალი კანდიდატების წარდგენა, თავად უნივერსიტეტების მხრიდან მოხდება.
უნივერსიტეტებს შევთავაზეთ, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი საბჭო, რომელიც 2-2,5 წლის მანძილზე წარმართავს უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესს.
თავის მხრივ, ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პირველ ეტაპზე ყველა საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ნაბიჯებს გადავდგამთ.
ყველა ვთანხმდებით, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები უმნიშვნელოვანესია. შეხვედრის მონაწილეებს ვთხოვეთ, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ჩვენს მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ შეთავაზებაზე, გააანალიზონ და იმსჯელონ მის მიზანშეწონილობაზე.
პარალელურად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ჩვენს გუნდში კიდევ ერთხელ შევაჯერებთ ყველა გამოთქმულ პოზიციას და ვიმსჯელებთ, იმაზე თუ რა შეიძლება საზოგადოებას ამ პროცესთან დაკავშირებით დამატებით შევთავაზოთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
1770411331
ახალი ამბები„თქვენ დიდ ფულს დაზოგავთ“ - ტრამპმა მედიკამენტების შეღავათიან ფასებში შესაძენად ვებგვერდი წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სამთავრობო ვებგვერდი შექმნა, რომელიც ამერიკელებისთვის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ფასების შემცირებას ისახავს მიზნად. თეთრმა სახლმა ხუთშაბათს წარადგინა Trum...
1770409135
ახალი ამბებიბათუმში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა
ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეხებისას დაიღუპა. როგორც ახალი ამბების სააგენტო„ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში გ...
1770407058
ახალი ამბებიზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია ოფიციალურად დაიწყო
ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია ოფიციალურად დაიწყო. მილანი-კორტინა 2026-ის გახსნის ცერემონიაში 1 250 მოხალისე შემსრულებელი მონაწილეობს, მათგან ყველაზე უმცროსი კი მხოლოდ 10 წლისაა...
1770405846
მსოფლიოკიევსა და მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ეუთოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით ორივე ქვეყანას იდეების სამი კრებული წარუდგინა და ახლა მათგან პასუხს ელოდება
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ იგნასიო კასისმა კიევსა და მოსკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით ორივე ქვეყანას იდეების სამი კრებული წარუდგინა...
1770402911
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: აფხაზური სეპარატიზმი აშკარად გამოიყურება ჩიხურ პროექტად, სადაც საკვანძო გადაწყვეტილებები მიიღება არა სოხუმში, არამედ მის ფარგლებს გარეთ და შეიძლება ნებისმიერ მომენტში გადაიხედოს, ახსნა-განმარტებისა და ალტერნატივის გარეშე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსეთის გადაწყვეტილებას, შეიზღუდოს ან შეწყდეს საზღვარგარეთის პასპორტების გაფორმება და გახანგრძლივება აფხაზეთში მცხოვრები პირე...































