ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რუსთავში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტი - 2003 წელს დაბადებულ ლ.კ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1770450384
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ეძღვნება უძრავი ქონების საკითხებს და საქართველოში ამ საერთაშორისო ფორუმის გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რ...
1770449243
ახალი ამბები„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ - დაკავებულია 16 წლის პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად...
1770448755
მსოფლიორომის პაპი ოლიმპიური ზავის მოწოდებით გამოვიდა
რომის პაპმა, ლეო XIV-მ დაპირისპირებულ მხარეებს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „მსოფლიოში ყველას მშვიდობა სურს, აუცილებელია ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც ძალაუფლების ბო...
1770446731
ახალი ამბებისაავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე არაგვზე, ხიდზე დაზიანდა სავალი ნაწილის ფილა, დასავლეთიდან აღმოსავლეთით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება ალტერნატიული მარშრუტებით შეუძლია
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე (თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლი) დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა, - ამის...
1770445370
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად...































