საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე არაგვზე, ხიდზე დაზიანდა სავალი ნაწილის ფილა, დასავლეთიდან აღმოსავლეთით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება ალტერნატიული მარშრუტებით შეუძლია

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე (თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლი) დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოხდა დაზიანებული ფილის დაშლა, არმირების გაძლიერება და ბეტონით შევსება.

„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაური და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები.

აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები.

ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას. ბოდიშს ვუხდით მოქალაქეებს შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო და მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები გადაადგილების დაგეგმვისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770450384

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ეძღვნება უძრავი ქონების საკითხებს და საქართველოში ამ საერთაშორისო ფორუმის გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რ...

 ირაკლი კობახიძე

1770449243

ახალი ამბები

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ - დაკავებულია 16 წლის პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად...

 დაკავებულია 16 წლის პირი

1770448755

მსოფლიო

რომის პაპი ოლიმპიური ზავის მოწოდებით გამოვიდა

რომის პაპმა, ლეო XIV-მ დაპირისპირებულ მხარეებს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „მსოფლიოში ყველას მშვიდობა სურს, აუცილებელია ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც ძალაუფლების ბო...

რომის პაპჯ

1770446472

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად...

დაკავებადაკავება

1770445370

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად...

მიხეილ ყაველაშვილი