ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ოზურგეთში ხორცისა და ხორცპროდუქტების ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ა. კ. (თაყაიშვილის N1) კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ხორცს. ხოლო ინდმეწარმე ზ. ა. (გურიის ქ. N35) ვეტერინარული ზედამხედველობისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა თვითნებურად მოწყობილ სასაკლაოში. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის 135კგ-ზე მეტი გოჭისა და ფრინველის ტანხორცი და გულღვიძლი. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს სურსათი, განსაკუთრებით ხორცი და ხორცპროდუქტები, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. ბიზნესოპერატორებს კი აფრთხილებს, დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნები და ხორცის წარმოება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე მიიღონ სავალდებულო აღიარება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770816217

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ გამორჩეულ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს პროფესიული დღე მიულოცა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად, ცნობილ ქართველ მეც...

გივი მიქანაძე

1770815166

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6838 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1770813378

მსოფლიო

18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა დაკავებულია

18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა დაკავებულია. განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა „როიტერსს“. როგორც მედია პოლიციის წარმომადგენელზე და...

ყვითელი ლენტი

1770813231

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წ...

პროკურატურა

1770812419

მსოფლიო

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულ პირს მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად ჰყავს აყვანილი

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში 18 წლის შეიარაღებულ პირმა ცეცხლი გახსნა. როგორც მედია წერს, შეიარაღებულ პირს მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად ჰყავს აყვანილი. ამ ეტაპზე, მძევლად მყოფთა ზუსტი ოდენობა უცნო...

პოლცია