გორდულაძე: სადიგოვი საღამოს ათ საათზე დააკავეს და პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს, პროცესი ადვოკატებმა ხუთ საათზე მეტი გაწელეს, ახლა კი საუბრობენ, პროცესი შუაღამისას ჩაატარესო-ესეც მორიგი სიცრუე და მავნებლობა აღმოჩნდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციის იმ სპეკულაციებს ეხმიანება, რომ თითქოს მისი სასამართლო პროცესი ღამის ოთხ საათზე ჩატარდა.
გორდულაძე სიცრუეს და მავნებლობას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ჟურნალისტი 10 საათზე დააკავეს, ხოლო მისმა ადვოკატებმა პროცესი ღამის ხუთ საათამდე სხვადასხვა მიზეზით გაწელეს.
„რამდენიმე დღეა საუბრობენ, რომ აფგან სადიგოვის პროცესი ღამის სამ თუ ოთხ საათზე გაიმართა - დავინტერესდი და ყალბი კამპანიის ეს ნაწილიც მდარე „ფეიკი“ აღმოჩნდა, რომელიც აუცილებლად უნდა ვამხილოთ!
რა მოხდა სინამდვილეში?
სადიგოვი დაახლოებით საღამოს ათ საათზე დააკავეს და პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს. პროცესი ადვოკატებმა ხუთ საათზე მეტი გაწელეს (ხან გადადება მოითხოვეს, ხან მასალების გაცნობა და ა. შ.), ახლა კი საუბრობენ, პროცესი შუაღამისას ჩაატარესო…
ესეც მორიგი სიცრუე და მავნებლობა აღმოჩნდა!“- წერს გორდულაძე სოციალურ ქსელში.
1775552588
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
2026 წლის 7 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შე...
1775551638
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიცია ნებისმიერი საკითხით სპეკულირებს, ლოგიკურია, რომ ნებისმიერ პირს არ ჰქონდეს საშუალება, იცოდეს კონკრეტულად სად ცხოვრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი
„ოპოზიცია ნებისმიერი საკითხით სპეკულირებს. ლოგიკურია, რომ ნებისმიერ პირს არ ჰქონდეს საშუალება, იცოდეს კონკრეტულად სად ცხოვრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი“, - ამის შესახებ ფრაქცია...
1775547473
ახალი ამბებიდაკავებულია მარნეულის მერის ძმა, რომელმაც მოქალაქეზე იძალადა
მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა დააკავეს მარნეულის მერის ძმა, რომელმაც მოქალაქეზე იძალადა. როგორც „იმედინიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კო...
1775546676
ახალი ამბებიირანის უზენაესი ლიდერი: უმაღლესი მეთაურების მკვლელობა ირანის ძალებს ვერ შეაჩერებს
6 აპრილის დილას ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარი ჯაშუშის, გენერალ-მაიორ მაჯიდ ხადემის მკვლელობის შემდეგ ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯტაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ მეთაურების მკვლელობები ირანის ძალებს...
1775545717
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი - აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, რაც არაერთხელ დამტკიცდა, კარგია, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა მზარდია
„აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია და ეს არაერთხელ დამტკიცდა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხა...































