მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთო რეგიონული ინტერესების გათვალისწინებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და აქტიურ კონფლიქტებს. აღინიშნა, რომ ამ გამოწვევების ფონზე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება გლობალურ მნიშვნელობას იძენს. ამასთან, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს კომპლექსურ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში შუა დერეფნის მზარდ როლსა და რეგიონული დაკავშირებადობის განვითარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ანტონ ობოლაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან დიასამიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775555985

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა პარტნი...

ირაკლი კობახიძე

1775555924

ახალი ამბები

სუსი: მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მისი საჯაროობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მის...

სუსისუსი

1775555202

ახალი ამბები

ნათია თურნავა - ფასებზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა დამოკიდებულია შოკის ხანგრძლივობაზე, თუმცა ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის

საქართველოს ცენტრალური ბანკი ბოლო შოკების პერიოდში იმით არის ცნობილი, რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ეს ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მ...

ნათია თურნავა

1775554740

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არაერ...

პრემიერ-მინისტრი

1775554597

ახალი ამბები

ვოლსკი: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, მსგავსი პოზიცია იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დავოსშიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გ...

გია ვოლსკი