საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე, რაც კარგ საფუძველს წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობისთვის.

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტაბილური სავაჭრო პარტნიორია. განიხილეს ყაზახეთიდან ინვესტიციების ზრდა საქართველოს ეკონომიკის საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა მათ შორის ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალს და საქართველოსა და ყაზახეთის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სატრანზიტო დერეფნის შემდგომი განვითარებისა და რეგიონულ დაკავშირებადობაში მისი როლის გაძლიერებისთვის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775555985

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა პარტნი...

ირაკლი კობახიძე

1775555924

ახალი ამბები

სუსი: მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მისი საჯაროობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მის...

სუსისუსი

1775555202

ახალი ამბები

ნათია თურნავა - ფასებზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა დამოკიდებულია შოკის ხანგრძლივობაზე, თუმცა ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის

საქართველოს ცენტრალური ბანკი ბოლო შოკების პერიოდში იმით არის ცნობილი, რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ეს ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მ...

ნათია თურნავა

1775554686

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქა...

მიხეილ ყაველაშვილი

1775554597

ახალი ამბები

ვოლსკი: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, მსგავსი პოზიცია იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დავოსშიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გ...

გია ვოლსკი