ნათია თურნავა - ფასებზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა დამოკიდებულია შოკის ხანგრძლივობაზე, თუმცა ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის
საქართველოს ცენტრალური ბანკი ბოლო შოკების პერიოდში იმით არის ცნობილი, რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ეს ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის.
„2023-2024 წლებში გვქონდა საკმაოდ დაბალი ინფლაცია, საშუალოდ 1.1 პროცენტი. მოგეხსენებათ, მიზნობრივი ინფლაცია არის 3 პროცენტი. ჩვენი პროგნოზების მიხედვით ვიცოდით, რომ 2025 წელს ინფლაცია გადააჭარბებდა მიზნობრივს, თუნდაც იმიტომ, რომ წინა წლებთან შედარებით, ბაზა დაბალი იყო და ზრდა გამოჩნდებოდა. ასევე გარკვეული ერთჯერადი ფაქტორები მოქმედებდა, მაგრამ მოლოდინი გვქონდა, რომ 2025 წლის შემოდგომის შემდეგ ინფლაცია დაიწყებდა დაღმასვლას და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. მოვლენები ზუსტად ასე ვითარდებოდა. რა თქმა უნდა, საყურადღებოა ახალი გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან, ჰორმუზის სრუტის გადაკეტვასთან, ნავთობის ბაზრებზე არსებულ მდგომარეობასთან. აქ არის ძალიან დიდი გაურკვევლობა, დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი და ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები. თუმცა მარტის მაჩვენებლებით რომ ვივარაუდოთ, აქ მხოლოდ მცირე დოზით, ნაწილობრივაა ასახული ეს შოკი, 4.3 პროცენტი არის უფრო დაბალი ინფლაცია, ვიდრე წინა პერიოდში. ასევე, საყურადღებოა, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს ისეთ პროდუქციას, რომლის ფასებიც მაღალი მერყეობით ხასიათდება, არის 2.4 პროცენტი, მიზნობრივზე დაბალი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დღემდე ვახერხებთ, ინფლაციური მოლოდინები კარგად გვქონდეს მართული. ეს გვეხმარება, რომ უფრო მედეგად შევხვდეთ ახალ გამოწვევას.
ზემოქმედება, რომელსაც ეს ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევა მოახდენს ფასებზე დამოკიდებულია ამ შოკის ხანგრძლივობაზე. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის. გაკეთებული გვაქვს შიდა გათვლები, რომლიდანაც შემდეგ ჩვენი პოლიტიკის გადაწყვეტილებები მომდინარეობს ნავთობის სხვადასხვა ფასებთან კორელაციაში. პასუხი ზოგადად ინფლაციურ შოკებზე, ჩვენი ბერკეტი არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შედარებით დაბალინფლაციური პერიოდები გვქონდა, რეგიონში დიდი გაურკვევლობიდან გამომდინარე ამ გამოწვევას ისედაც შედარებით გამკაცრებული პოლიტიკის განაკვეთით შევხვდით. 8 პროცენტი არის დღეის მდგომარეობით და ეს ერთი პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი. გვქონდა იმედი, რომ მისი ნორმალიზაცია და შემცირება შეგვეძლებოდა, თუმცა ახლა ჩვენ, მსგავსად მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკისა, ვართ მოლოდინის რეჟიმში და ვუყურებთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გამომდინარე აქედან, ჩვენ მზად ვართ იმისთვისაც, რომ პოლიტიკის გამკაცრება გავაკეთოთ. ზოგადად, საქართველოს ცენტრალური ბანკი ბოლო შოკების პერიოდში იმით არის ცნობილი, რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ეს ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა თურნავამ.
1775555985
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა პარტნი...
1775555924
ახალი ამბებისუსი: მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მისი საჯაროობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მის...
1775554740
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არაერ...
1775554686
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქა...
1775554597
ახალი ამბებივოლსკი: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, მსგავსი პოზიცია იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დავოსშიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გ...































